16 სექტემბერი 2024

ფრთხილად უნდა ვიყოთ, ისინი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში შემოდიან!

რუსეთის შეტევა შეიძლება რამდენიმე ტალღისგან შედგებოდეს, პირველი ტალღა ხარკოვის ოლქში იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

  • რუსეთის შეტევა შეიძლება რამდენიმე ტალღისგან შედგებოდეს, პირველი ტალღა ხარკოვის ოლქში იყო. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ და გავიგოთ, რომ ისინი ჩვენი ტერიტორიის სიღრმეში შემოდიან და არა პირიქით. ეს მაინც მათი უპირატესობაა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დასავლეთს ომის რაც შეიძლება მალე დასრულება სურს.

  • ჩვენ აბსურდულ სიტუაციაში ვიმყოფებით, როდესაც დასავლეთს ეშინია, რომ რუსეთი ომს წააგებს და მას უკრაინის მარცხი არ სურს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.