6 დეკემბერი 2024

დღეიდან თურქეთ-საქართველოს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება

ბუნებაში და მითუმეტეს პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება.
საქართველოს პრემიერ -მინისტრის ირაკლი კობახიძის დღევანდელი დაუგეგმავი და მოულოდნელი ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში არის ერთგვარი სილის გაწნა აშშ-ს ომის პარტიისადმი, რომლის არსებობას ცინიკურად “შეთქმულების თეორიად” მიიჩნევენ ამ დღეებში საქართველოს დაუპატიჟებელი სტუმრები.

ირაკლი კობახიძის ჭკვიანური პოლიტიკის შედეგად თურქეთის რესპუბლიკა ხდება საქართველოს N 1 სტრატეგიული პარტნიორი და მთავარი მეკავშირე საქართველოს არამეგობრული ქვეყნების წინააღმდეგ, რომელთა დაუოკებელი სურვილი ახალი ფერადი რევოლუციის მოწყობაა.

ვინ, თუ არა გამოცდილმა პოლიტიკოსმა რეჯებ ერდოღანმა ზედმიწევნით კარგად იცის დასავლეთის ნამდვილი, მტაცებლური სახე და მათი ზრახვები.

ის და მისი სახელმწიფო არაერთხელ ყოფილა აშშ – ს და მისი დასავლური კოლონიების (სამწუხაროდ, დამოუკიდებელი ევროპა მითია! ) თავდასხმის მსხვერპლი.
აშშ დღემდე მფარველობს თურქეთის N 1 მტერს , ფეთულა გიულენს და დღეს უკვე არავისთვის დასამალი აღარაა, რომ არა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირადი გადაწყვეტილება აშშ-დან მართული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მძიმე წუთებში დახმარებოდა ერდოღანს ხელისუფლების შენარჩუნებაში , თურქეთიც იგემებდა ახალ ფერად რევოლუციას და ” ისლამურ გაზაფხულს. “

პრემიერის დღევანდელი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.
თურქეთის რესპუბლიკის მეთაურის გადაწყვეტილება ინვესტიციების 3,5 მილიარდიდან- 5 მილიარდამდე გაზრდის შესახებ მძლავრ ბიძგს მისცემს ქართულ ეკონომიკას.

ხოლო ჩემთვის საინტერესო კი, ფარდის მიღმა მოლაპარაკებების ის ნაწილია, რომელიც ასეთი მაღალი დონის შეხვედრას ყოველთვის თან სდევს ხოლმე
და რათქმაუნდა, ეს უნდა იყოს მთავარი სიურპრიზი საქართველოს მტრებისთვის, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით იხსნიან ნიღაბს , პირდაპირ ვთქვათ, საქართველოს გასანადგურებლად და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტში ჩასათრევად.

  • ჩვენო საყვარელო ევრო- ამერიკელო “მეგობრებო”, საქართველომ თურქეთის რესპუბლიკის სახით დღეს შეიძინა უძლიერესი მოკავშირე, რომელიც , საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე რაც არ უნდა უხეშად ჟღერდეს, დაიცავს საქართველოს გარეშე მტრებისგან.
  • დიახ, პოლიტიკა ურთიერთინტერესების კვეთის მოძებნის ხელოვნებაა, რაც ასე ოსტატურად ეხერხება ჩვენს ნიჭიერ და მაგარ პრემიერს!