სასწრაფოდ: მზადდება პარლამეტის შენობის ძალადობრივი გზით დაკავება და ხელისუფლების დამხობა!
“თბილისი 24 “-ისთვის წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღეს დაგეგმილია აქციის ძალადობრივი სცენარის განვითარება – პარლამენტის შენობაზე დემონსტრანტების გადამწყვეტი შეტევა და შენობის შტურმით აღება.
აქციის ხელმძღვანელი და ორგანიზატორია საქართველოს ექს. პროკურორი და ე. წ. კრიტიკული მედიის ხელმძღვანელი ნიკოლოზ გვარამია.
მისი გეგმის თანახმად, აქციას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს, რომელიც აქციას მხარდაჭერას გამოუცხადებს და მოუწოდებს უცხო ქვეყნის მთავრობებს, საელჩოებს არალეგიტიმურად ცნონ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება.
დემონსტრატების გეგმა კვლავ უცვლელია: ხელისუფლების გადადგომა, ტექნიკური მთავრობის ფორმირება, საპარლამენტო არჩევნების მათთვის სასურველი კონფიგურაციით ჩატარება, საბოლოო ჯამში, თუ აღნიშნული მოთხოვნები ხელისუფლების მხრიდან არ შესრულდა (და რათქმაუნდა არ შესრულდება) ხელისუფლების დამხობა და ძალადობრივი გზით შეცვლა.
დადასტურებულად ცნობილია,რომ აქციის წარმატებით განხორციელებისათვის გამოყოფილი 300 მილიონი აშშ დოლარიდან ნაწილი უკრაინიდან საქართველოში 300 – მდე ” ბოევიკის” ჩამოყვანას მოხმარდა, რომელთა მიზანი აქციის პირველ რიგებში დგომა, ძალადობრივი პროვოკაციის მოწყობა და მასობრივი არეულობის გამოწვევაა.
წყარო გვაფრთხილებს, რომ შესაძლოა მოხდეს გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, რასაც აქციის ორგანიზატორების გეგმის თანახმად უნდა მოყვეს ადამიანური მსხვერპლი.
ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან იგეგმება “ ევროპული სტანდარტის” შემხვედრი პრევენციული ღონისძიებები, რომლის გაჟღერებაც ამ დროისთვის მიზანშეუწონლად მიგვაჩნია.