თქვენ აიძულებთ რუსეთს 1921 წლის თებერვლის გამეორებას!
ძალიან მარტივად გეტყვით,იმ ტვინგაცხელებულთაგან, ვისაც ჯერ კიდევ შეგრჩენიათ აზროვნების და ანალიზის უნარი- დაფიქრდით!
დაფიქრდით , რატომ ისწრაფვიან დროში ასე დაჟინებით თქვენს გასულელებას ამერიკელები და რა არის მიზეზი საქართველოში ხელისუფლების შეცვლის?
- “ზრუნვა ქართველ ხალხზე” და “დემოკრატიაზე”?
სულ ფეხებზე ჰკიდიათ ამერიკელებს ქართველი ერიც და დემოკრატიაც, როგორც უკრაინა და უკრაინელი ხალხი, ისევე როგორც მათ მიერ “დემოკრატიის სახელით” განადგურებული ერები. 2022 წლის თებერვლის სპეციალური ოპერაციების დაწყების დღიდან, მათივე ( ამერიკელების) დათვლებით , უკვე 700.000 -ს აღწევს უკრაინაში დაუბრუნებელი ადამიანური დანაკარგი! მათი მიზანი ათასჯერ თავადვე, ღიად თუ ირიბად არის გაცხადებული: აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებამდე საქართველოს ჩაბმა რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებეში! - ვის ინტერესებს ემსახურებით, შვილებო?
44 მილიონიანი უკრაინის დამაქცევრების, რომ 20 მილიონი ადამიანი დევნილად აქციეს, გაანადგურეს ქვეყნის ეკონომიკა და ასი წლით დაიხიეს წარსულში უკან? - რამ შეგაძულათ ესე საქართველო?
- რატომ არ გსურთ საქართველოს ქცევა კავკასიურ შვეიცარიად, ერთგვარ ხიდად რუსეთს და დანარჩენ ევროპას შორის?
- როდის, სად ნახეთ ერთი განცხადება მაინც, რომ “რუსეთი წინააღმდეგია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების”?
- როგორ, რით შეძლეს ამ სატანისტებმა თქვენი ტვინების გამორეცხვა?
- რატომ გსურთ ესე ქართული გენოფონდის განადგურება?
-ფიქრობთ , ამერიკელები თითს გაანძრევენ ჩვენს დასახმარებლად, თუ კვლავ მიგვატოვებენ” ღრმა შეშფითების”, პამპერსის და წყლის ამარად? - ის ადამიანები, ვინც დღეს თქვენ გაქეზებენ, გიკიჟინებენ, ხომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან გაიქცევიან და დაიმალებიან, ისევე როგორც 2008 წელს რიგი ედგათ წითელ ხიდზე?
მოდით, კიდევ ერთხელ პირდაპირ გეტყვით.
ეს არც დაშინებაა და არც ლაჩრობა. უბრალოდ , ეს ამ სამყაროს დღევანდელი პოლიტიკური რეალობაა:
- რუსეთის სახელმწიფო, რომელმაც არ დაუშვა და დღემდე მინიმუმ 300.000 საკუთარი ჯარისკაცის სიცოცხლე, უამრავი ფინანსური თუ სამხედრო რესურსი შესწირა თქვენნაირად გაბრიყვებული უკრაინის ხელისუფლების სწრაფვის დაოკებას ნატო-ს სამხედრო ბლოკისკენ, ნებისმიერი გზით, ხერხით, მეთოდით, ნებისმიერი დანაკარგით, ომით, სისხლით, არ დაუშვებს საქართველოს ამერიკანკზაციას ! !
არ დაუშვებს საქართველოში ამერიკის მორჩილი ხელისუფლების კიდევ ერთხელ გაპარპაშებას, დასმას და არ დაუშვებს საქართველოში კიდევ ერთ ფერად რევოლუციას, ვინაიდან ეს ფაქტობრივად საქართველოს , როგორც კიდევ ერთი ბრმა იარაღია მათ წინააღმდეგ.
–თქვენ, დიახ თქვენ, აიძულებთ რუსეთის ხელისუფლებას 1921 წლის თებერვლის გამეორებას! თქვენ ხართ ყველანი ახალი კოლექტიური ორჯონიკიძეები, ვინც მოუძღვოდა 1921 წელს რუსეთის ჯარს საქართველოში! თქვენ არა მხოლოდ ილიას, საქართველოს მკვლელები ხართ,
ტვინგალაყებული ბრბო!
და კიდევ ერთი: ღმერთმა გვაცილოს და არავინ არ შეეწირება მზადყოფნაში მოყვანილი კადიროვის და “ვაგნერის ” 50.000 -იანი არმიის წინსვლას თბილისის დასაკავებლად, ვნახოთ, როგორ და რა ადგილით დაიცავთ საქართველოს.
მუქარად არ მიიღოთ, სამწუხაროდ, ეს უტყუარ ფაქტებზე დამყარებული ინფორმაციაა!
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია