6 დეკემბერი 2024

ირაკლი ღარიბაშვილი, ადამიანების იმ უიშვიათეს კატეგორიას  განეკუთვნება, ვისთვისაც  ფასეული ღირებულება – ოჯახი, სამშობლო, რწმენა და ერთგულებაა!

  ვისაც არ უნდა მოსწონდეს, ფაქტია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის  ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგად, დღეს საქართველო გამორჩეული ლიდერია მთელ მსოფლიოში ეკონომიკური წინსვლისა და დემოკრატიის თვალსაზრისით.

განზრახ არ ვწერ სიტყვას „ ყოფილს“, რადგან ირაკლი, საკუთარი  პოლიტკური ცხოვრების მანძილზე, მუდამ საქართველოს პრემიერი იქნება, იმ ადამიანებისთვის, ვისთან ერთად მან უმძიმესი გზა  გავლო 2012 წლიდან – დღემდე.

ორი აზრი არ ასებობს, რომ ირაკლი  იყო და  მუდამ იქნება ნეოფაშისტური ე.წ. ოპოზიციის მხრიდან  გამუდმებული თავდასხმების, ცილისწამებების, ობიექტი, რადგან საქართველოს მტრები  იმას  ვერ პატიობენ და ვერ უვიწყებენ მთავარს – კაცობას , ადამიანობას, პირდაპირობას,  სამშობლოს სიყვარულს!

 ირაკლი ღარიბაშვილი, ადამიანების იმ უიშვიათეს კატეგორიას  განეკუთვნება, ვისთვისაც  ფასეული ღირებულება – ოჯახი, სამშობლო, რწმენა და ერთგულებაა.

 სამწუხაროა, რომ  ირაკლი,  ადამიანთა იმ მცირე კატეგრიას ეკუთვნის , ვინც გაუძლო მრავალ პოლიტიკურ , ფსიქოლოგიურ ზეწოლას და  ბოლომდე უერთგულა სამშობლოს, ბოლომდე დარჩა ერთგული საქართველოს უახლესი ისტორიის შემოქმედის , ბატონ ბიძინა ივანიშვილის, ვისი თავგანწირვის გარეშე დღეს  ნამდვილად არ გვექნებოდა, ის რეალობა , მშვიდობა, სტაბილურობა , რითაც  ვამაყობთ და თავს ვიწონებთ.       

ღირსებასა და სიმართლეზე დაფუძნებული საქმიანობის  საუკეთესო აღიარებაა  ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს საქართველოს მიერ მიღწეული ისტორიული მოვლენა – საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.

  პრემიერის სიტყვებით,  ამ მიღწევამ, რომელსაც ჩვენს წინაპართა დიდი მემკვიდრეობა უმაგრებს ზურგს, არა მხოლოდ შეუქცევადად განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი და მისი ღირსეული ადგილი ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში, არამედ თავად ევროკავშირის ახალი კონტურები მოხაზა.

  • „ახლა, საქართველო ისე ახლოსაა თავისი ეროვნული მიზნების მიღწევასთან, როგორც არასდროს“, – განაცხადა ირაკლი ღრიობაშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას და ეს რეალურად ასეა!

საკუთარი პრემიერობის მანძილზე  ირაკლი ღარიბაშვილს ისტორიული მნიშვნელობის  ვიზიტი ჰქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, სადაც  პრემიერი ჩინეთის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფებოდა. შეხვედრისას გაფორმდა  ერთობლივი დეკლარაცია, შედეგად სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აეწიათ თანამშრომლობა.

  სწორედ, პრემიერ ღარიბაშვილის თაოსნობით და  ინციატივით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს  უვიზო რეჟიმის გასახსნელად, რასაც ჩინეთის მხრიდან  საქართველოს მოქალაქეებისთვისაც ანალოგიური ზომები მოჰყვა.

  პრემიერ ღარიბაშვილის  დროს  შედგა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის  საკმაოდ  პროდუქტიული ტურნე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, საქართველოში ვიზიტად იმყოფებოდნენ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე, უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი. ხელი მოეწერა  ქვეყანასთან თანამშრომლობის განვითარების დოკუმენტებს.

ღარიბაშვილის პრემიერობის დროიდან  განსაკუთრებული ინტენსიური დინამიკით გამოირჩევა საქართველოს ურთიერთობა ახლო აღმოსავლეთის და ყურის ქვეყნებთან. პრემიერს  ძალიან საინტერესო, წარმატებული შეხვედრები  ჰქონდა   საუდის არაბეთში,  არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ისრაელში.

განსაკუთრებით  მნიშვნელოვანი იყო ირაკლი ღარიბაშვილის მიერ  არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან  გაფორმებული ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმება,  თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც ახალი შესაძლებლობა არის ქართული  ბიზნესისთვის, მეწარმეებისთვის.

  პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით იორდანიის სამეფოში საქართველოს გადმოეცა  4.000 კვ/ მ მიწის ნაკვეთი, სადაც  ქართული კულტურის ცენტრის უნდა აშენდეს.პროექტი ხორციელდება მისი უწმინდესობის კურთხევით. ირაკლი ღარიბაშვილის ინციატივით , 300 წლის შემდეგ საქართველო  დაბრუნდა  წმინდა მიწაზე.

 ჩემო საყვარლებო,  ჩემი მცირე წერილი გულითადი  მადლობაა, იმ ადამიანისადმი, ვინც  თავის კარიერა,  ცოდნა, გამოცდილება, ახალგაზრდული ენერგია შეწირა ქევყანის სამსახურს, მის ერთგულებას,  ნეოფაშიზმთან ბროლას.

ბევრ მოთმინებას, გამძლეობას, წარმატებულ კარიერას, გისურვებთ ბატონო ირაკლი, მიყვარხართ!

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია