მარგველაშვილი “რუსული ძალის” მოშორებას აანონსებს
„ქართული ოცნება“ პაუსხს მიიღებს და ეს პასუხი მათი მოშორება იქნება – რუსული ძალის მოშორება საქართველოს სუვერენიტეტის გზიდან,” – ამის შესახებ საქართველოს ექს. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
- „მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ვითარდება. ამ პროცესის უკან ის დგას, რაც ჩვენში მთელმა ქართულმა ისტორიამ ჩადო. ჩვენ თავისუფლებისმოყვარე ერი ვართ და ერი, რომელიც თავის თავს არა მონობაში, არამედ თავისუფლებაში ხედავს. ეს თავისუფლება ევროპაშია. ჩვენ რუსულ მონობას ვერ მივიღებთ. ეს ყოველ წუთას ვითარდება იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელსაც მე ვხედავ.
- არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ კანონს გაიწვევს, მგონია, რომ მიიღებს, მაგრამ მიიღებს თუ არა კანონს, მიიღებს პასუხს. პასუხი მათი მოშორება იქნება – რუსული ძალის მოშორება საქართველოს სუვერენიტეტის გზიდან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.