კონგრესმენების ულტიმატუმი: სააკაშვილის პატიმრობა წინაღობაა ევროატლანტიკურ გზაზე( ვიდეო)
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში ფართოდ დაანონსებული ფერადი რევოლუციის ერთ-ერთი პუნქტი და ლოგიკური გაგრძელებაა ამერიკელი კონგრესმენების მაიკ ტერნერის და ოსტინ სკოტის , მ/წლის 17 აპრილის წერილი – მიმართვა აშშ-ს სახელმიფო მდივანისადმი.
კონგრესმენები სახელმიფო მდივანს მოუწოდებენ ” მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა” პოლიტიკური პატიმრის მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად.
- “თუ, სახელმწიფო დეპარტამენტი სათანადოდ ვერ გადაჭრის ამ სერიოზულ პრობლემებს საფრთხე ექმნება არა მხოლოდ სააკაშვილის სიცოცხლეს, არამედ აფართოებს რუსეთის გავლენას რეგიონში და აუარესებს დემოკრატიის პერპექტივას საქართველოში.“- ნათქვამია განცხადებაში.
გამოდის რომ, დღეს კანონის მიღებით შეშფოთებული „სტატეგიული პარტნიორები“ , ხვალ იმავე კატეგორიულობით მოითხოვენ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და დააყენებენ ულტიმატუმს ამის შესახებ, როგორც რეგიონში რუსეთის გავლენის მთავარი დამაბრკოლებელის და როგორც მისი პატიმრობის ძირითადი წინაღობის ” ევროატლანტიკურ გზაზე.”