ისეთი გულწრფელი იყო, ისეთი კარგი, რანაირად შეიძლება მასზე გაბრაზება?
ჟურნალისტი ნათია ბერიძე სოც.ქსელში თბილისში გამართულ აქციაზე მყოფი ახალგაზრდების შესახებ წერს რომ “ასეთი კარგი გოგო-ბიჭები, ახლა რომ ვერ ხვდებიან სად და ვისთან დგანან, მაგრამ გაიზრდებიან, გაიაზრებენ და მიხვდებიან.”
- ” აუ კიდე ერთ ბავშვზე მინდამოყოლა.
ჩემი ყველა ვიდეოს კადრშია, მაგრამ არ ვიტყვი რომელი, რა თქმა უნდა. პატარა ბიჭი ალბათ 17-18 წლის მაქსიმუმ,ძალიან აქტიურობდა, ხან შემაგინა, ხან წადიო მეძახა მოკლედ თუ რამე იცოდა ცუდი, ყველაფერი მითხრა და მაკადრა.
მერე ეტყობა მიყურა, რამდენად დიდი იყო განსხვავება იმათ შორის ვისთანაც იდგა და ჩემს შორის რომელიც უბრალოდ ღიმილით, მშვიდად ვიდექი ან ვპასუხობდი, ეტყობა მაკვირდებოდა, მოვიდა და მეუბნება, ბოდიში რა რამე თუ გაწყენინე, ზედმეტი მომივიდა წეღან ალბათ, არ მინდოდა და მაპატიე კარგი?!
ისეთი გულწრფელი იყო, ისეთი კარგი, რანაირად შეიძლება მასზე გაბრაზება არ ვიცი მართლა❤️ სულ ვფიქრობ რომ ასეთი კარგი გოგო-ბიჭები, ახლა რომ ვერ ხვდებიან სად და ვისთან დგანან, გაიზრდებიან, გაიაზრებენ და მიხვდებიან მჯერა❤️
მაშინვე ძალიან მომინდა ჩავხუტებოდი თუმცა მხოლოდ კოცნა მოვახერხე ისიც შორიდან❤️გაპატიეთ, მიყვარხართ და მჯერა რომ ყველაფერს ზუსტად ისე მიხვდებით ყველა მისი თანატოლი როგორც ის მიხვდა გუშინ 🙏🏻❤️
ჟურნალისტი ნათია ბერიძე