ზურაბიშვილი: ქართული ოცნება ანუ რუსული ოცნებაა, ივანიშვილი კი ერთადერთი ოლიგარქი( ვიდეო)
პრეზიდენტის მ/წლის 12 აპრილის ინტერვიუმ ნათლანდ დაადასტურა, რომ ის არაადეკვატურია. გარდა მსჯავრდებულ ლაზარე გრიგორიდისის პროვოკაციული და გამომწვევი შეწყალების აქტის გამოცემის, პრეზიდენტმა სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. კერძოდ, მან თქვა, რომ:
- ტოტალურად დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ ეს არის „რუსული ოცნება“
- თქვა, რომ ქვეყნის პრობლემა არის ოლიგარქიზაცია და ერთადერთი ოლიგარქი საქართველოში ეს ბიძინა ივანიშვილია,
- თქვა, რომ ადგილი აქვს რუსეთის წეზოლას საქართველოს ხელისუფლებაზე,
- თქვა , რომ ხელისუფლება ასრულებს რუსეთის დაკვეთებს და დავალებებს,
- გალანძღა პრემიერი და დიპლომატიის ეტიკეტი დაუწუნა,
- გალანძღა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი და თქვა, რომ ის თურმე კადრულობს და მის ზარებს არ პასუხობს,
- გალანძღა თეა წულუკიანი და „კულტურის მინისტრის უკულტურო გამოთქმების“ მერე პარტიის 25%-იან რეიტინგშიც კი ეჭვი შეიტანა ,
- გალანძღა თბილისის მერი კახა კალაძე და თქვა რომ ის „წარმოუდგენელია“,
- გალაძნღა კონსტანტინე გამსახურდია და თქვა, რომ მის დაპატიჟებულზე არ მივიდა,
- ფაქტობრივად აღიარა, რომ მოსამართლეთა ვეტინგის თემა მისი შემოგდებულია ამერიკელების დავალებით,
- თავისებურად განმარტა კონსტიტუცია და თქვა , რომ თავად უკეთ იცის სად და როდის სჭირდება ხელისუფლების ნებართვა,
- საერთოდ ხაზი გადაუსვა არჩევნების მნიშვნელობას და თქვა, რომ “ცეესკოს თავმჯდომ,არე და ეს წესები ნაკლებადმნიშვნელოვანია, არჩვენები იქ არ იგება და არ იმართება, და “სულ სხვა რაღაცა ტარდება”
- თქვა, რომ მხოლოდ მისი გეგმის კოალიციური მთავრობის შესახებ შემდეგ “პარლამეტი გადაიქცევა პარლამენტად”,
- თქვა, რომ კოალიციური მთავრობა ნიშნავს დეოლიგარქიზაციას და საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასრულებას,
- თქვა, რომ მას ხელისუფლებიდან „არსად არავინ არ ესალმება“.