არ გვინდა რუსული დენაციფიკაცია, ჩვენს ნაგავს მივხედოთ ჩვენ!
ის სიშლეგე, რასაც უკრაინის მთავრობა წლები ახალისებდა და დღემდე ახალისებს, ჩვენ უკვე გავიარეთ 2004-2012 წლებში.
სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის დროს ინგრეოდა ეკლესიები, ათასგავრი პერ-ფურმარილით ისყიდებოდა სასულეირო პირები, ნადგურდებოდა სულიერება, სასურველი ინტერპრეტაციით ხელახლა წერდნენ ისტორიას, ებრძოდნენ წარსულს, ღებავდნენ ძეგლებს, ანგრევდნენ საბჭოთა არქიტექტურის შედევრებს, როგორიც იყო მაგალითად გმირთა მეორიალი ქუთაისში თუ ე.წ. ანდროპოვის ყურები- თბილისში, რუსული პროპაგანდის მოტივით კრძალავდნენ რუსულ არხებს, ფილმებს თუ მუსიკას – რესტორნებში, ახალისებდნენ ბერძენიშვილისნაირ მძორ, ფუყე “ინტელექტუალებს”, რომლებიც შეთითხნილი ისტორიებით ყველანაირად ცდილობდნე საბჭოთა წარსულის გათახსირებას…
ხდებოდა ტიპიური სიშლეგე, რასაც დღეს, ადგილი აქვს ” დემოკრატიულ” ურკაინაში და უკვე საქართველოშიც!
ერთადერთი განსხვავება, იყო და არის ის, რომ ვერ შეძლეს გამოენახათ თანამედროვე უკრაინის ერის მამად წოდებული, ფაშისტი ბანდერას მსგავსი ქართველი პროტოტიპი , რათა ბოლომდე ჩაეკლათ ქართველებში სიმართლე.
დღეს, როცა თეთრზე -შავის მტკიცებით,ისტორიულ სანეხვეთზე ხელახლა ყვავდება ქართული ფაშიზმის ელემენტები, ყველა ჩვენგანის ვალია – სიტყვით, საქმით , უმნიშვნელო, ელემენტარული ფეისბუქ პოსტითაც კი დავიცვათ სიმართლე, ვებრძოლოთ სიცრუეს.
არ მივცეთ საშუალება რუსეთის სახელმწიფოს საკუთარ თავზე აიღოს დენაციფიკაციის მისია საქართველოში, რომელიც სამწუხაროდ კარგასც და ცუდასაც, თეთრსაც და შავსაც ერთიანად შეგვხება.
გეყოთ “დემოკრატობანას” უაზრო თამაში, სასწრაფოდ მოახდინეთ შიდა განწმენდა, ჩამოაშორეთ ნაც- ანალები სახელისუფლო ბერკეტებს, რომლებიც ბუდობენ ზედა ეშელონებში და ელიან მათი ბელადის მკვდრეთით აღდგენას.
საქართველო არაა ამერიკა ან რუსეთი და ასიათასობოთ კვადრატულ კილომეტრზე გადაშლილი, ასეული მილიონი ადამიანით დასახლებული იმპერია.
ვინ, სად, როგორ, რატომ, რისთვის…ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით!
ნუ, ვკლავთ ხალხში სამართლიანობის განცდას, ლუსტრაციის ახალი ტალღის ფონზე ყველაფერს დაარქვით თავის სახელი: სამართალს- სამართალი, კარგს- უწოდეთ – კარგი, ცუდს- ცუდი!
არ შეიძლება ადამიანი , რომელიც 2012 წლამდე ბოროტების მანქანების მსახური იყო და ადამიანებს სასიკვდილოდ წირავდა პოლიტიკური მიზნების გამო – დღეს იყოს კარგი, სუფთა , ანკარა და ხელმძღვანელობდეს ქალაქს, იყოს მერი, პოლიციის უფროსი, მინისტრი ან მინისტრის მოადგილე, რადგან ყოველივე ბადებს უსამართლობას, ნიჰილიზმს საზოგადოებაში, აჩენს უნდობლობას ხელისუფლებისადმი, აუფასურებს სიკეთეს, სვამს ტოლობის ნიშანს ძველს და ახალს შორის და ა.შ.
საქართველოს უახლესი ისტორიის მანძილზე ყველა მმართველს ეგონა თავი შეუცვლელი და მარადიული. არ გააკეთებთ თქვენ? გააკეთებს სხვა და გააკეთებს ძალიან მტკივნეულად ,ისე, რომ თქვენი დანდობა არ იქნება! ნუ გაიმეორებთ იანუკოვიჩის შეცდომას, რომლის გარკვეულწილად დიდი დამსახურებაცაა დღევანდელი ქაოსი და სისხლისღვრა უკრიანაში.
ეს დაპალი, ჩირქიანი მასა, რომლიც თავს მუდამ ელიტას უწოდებდა,ერთი კარგი კაცის, ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვასილ ჩიგოგიძის თქმის არ იყოს სულ ყურებით გარეკეთ , იქ სადაც ჯერ არს.
გოჩა ნაჭყებია