6 დეკემბერი 2024

ხორვატია შენგენის ზონის წევრი გახდა

ევროპარლამენტმა (EP)  ხორვატიის შენგენის ზონაში შესვლა დაამტკიცა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 534-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 53 წავიდა, თავი შეიკავა 25-მა დეპუტატმა.

  • ხუთშაბათს, ევროპარლამენტარებმა დაამტკიცა შიდა საზღვრის კონტროლის გაუქმება შენგენის თავისუფალი მოძრაობის ზონასა და ხორვატიას შორის“, – ნათქვამია EP-ის განცხადებაში.

აღნიშნულია, რომ ხორვატიამ შეასრულა შენგენის ზონაში გასაწევრიანებლად ყველა აუცილებელი პირობა. საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის ინტეგრაციის შესახებ ევროკავშირის საბჭომ ერთხმად უნდა მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია ხორვატიის შენგენის ზონაში დაშვების შესახებ 2019 წელს. ამასთან, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჟან-კლოდ იუნკერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები „სწორ ნაბიჯებს გადადგამენ“, რათა ქვეყანა საერთო სივრცის წევრი გახდეს.

წყარო