4 ნოემბერი 2024

რუსეთმა ე.წ. “ქართული ლეგიონის” წევრებზე ძებნა ოფიციალურად გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი იძიებს კიევის ფაშისტური რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებებში დაქირავებული პირების ჩართვის ფაქტებს, კერძოდ, ძებნილთა სიაში 700-ზე მეტი უცხოელია, ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იტყობინება.

  • გაწვევისა და დაქირავებული საქმიანობის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ნიდერლანდების, ახალი ზელანდიის, ნორვეგიის, პოლონეთის და რუმინეთის რამდენიმე მოქალაქეს დაუსწრებლად წაუყენეს ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით. სულ 700-ზე მეტი უცხოელი იძებნება.

გამოძიება ასევე მიმდინარეობს ქართული ეროვნული ლეგიონის შემადგენლობაში მონაწილე დაქირავებული პირების მიმართ, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ.

მანამდე Washington Post-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნატოს ქვეყნებმა უკრაინაში სამხედრო მრჩევლები და ჯარისკაცები გაგზავნეს რუსული სპეცოპერაციის დასაწყისში. როგორც დაზუსტებულია, საუბარია მინიმუმ 20 ათას უცხოელზე.