6 დეკემბერი 2024

ლიტვის დაზვერვა: რუსეთს საკმარისი რესურსები აქვს არსებული ინტენსივობით სულ მცირე 2 წელი იომოს

ლიტვის სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამხედრო სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთს საკმარისი რესურსები აქვს, რათა არსებული ინტენსივობით უკრაინაში ბრძოლა სულ მცირე მომდევნო ორი წლის განმავლობაში განაგრძოს.

  • „ამავდროულად, რუსეთის ფედერაცია ნატო-სთან გრძელვადიანი დაპირისპირებისთვის ემზადება, კერძოდ ბალტიის ზღვის რეგიონში და ამ მიზნით, იგი თავის სამხედრო შესაძლებლობებს დასავლეთის მიმართულებით აფართოებს“, – ნათქვამია დაზვერვის სამსახურების ერთობლივ ანგარიშში.