მედვედევი: ეს ელჩები, პოლიტიკური იდიოტები, ქვეყნიდან უნდა გავყაროთ!
ევროკავშირის ელჩები, რომლებმაც უარი თქვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს, რუსეთის ფედერაციიდან უნდა განიდევნონ, ესენი არ არიან ელჩები, არამედ პოლიტიკური იდიოტები არიან, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა.
- ესენი არ არიან ელჩები, არამედ პოლიტიკური იდიოტები,რეალურად ყველა ეს ელჩი რუსეთიდან უნდა განდევნოს, – აღნიშნა მედვედევმა. მისი თქმით, შეხვედრაზე უარის თქმის ფაქტი სრულიად ეწინააღმდეგება დიპლომატიური მისიების არსებობის მნიშვნელობას.
- შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე დაგეგმილ შეხვედრაზე უარი განაცხადეს. ლავროვმა განაცხადა, რომ ეს დაკავშირებულია მოსკოვში ევროკავშირის საელჩოების კენჭისყრისთვის მომზადებასთან.