ორბანი: ამ ომს დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ვერ მოიგებს!
დასავლეთი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„უკვე აშკარაა, რომ ამ ომს დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ვერ მოიგებს. ჩვენი ქვეყანა, რომ ვერ გაიმარჯვებს. ამ ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ ერთია – სამშვიდობო მოლაპარაკებები. უფრო მეტიც, რაც უფრო ადრე დაიწყება ისინი, მით უკეთესი იქნება ყველასთვის, რადგან ბრძოლის ველზე სიტუაცია მოსკოვის სასარგებლოდ ვითარდება” – განაცხადა მან.
ორბანის თქმით, დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობას, სამწუხაროდ, სჯერა, რომ კონფლიქტში დრო დასავლეთის მხარეზეა და შემდგომში შესაძლებელი იქნება უფრო ხელსაყრელი მოლაპარაკებების პოზიციების მიღწევა. თუმცა, უნგრეთი სხვაგვარად ფიქრობს.
მანამდე ვიქტორ ორბანმა უკრაინაში კონფლიქტის გახანგრძლივება რუსეთისთვის მომგებიანი უწოდა. პოლიტიკოსის თქმით, დღეს ევროპა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ბრძოლა „დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“.