საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ვინ კითხავს ევროპარლამეტს რუსეთის მოქალაქების უფლებების დაცვას? – თბილისი 24
19 მაისი 2024

ვინ კითხავს ევროპარლამეტს რუსეთის მოქალაქების უფლებების დაცვას?

ევროპარლამენტარები რუსი ბლოგერის საყრობილეში გარდაცვალებას “მკვლელობას” უწოდებენ და ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ მსჯავრდებულ ნავალნის მკვლელობაში დამნაშავე პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს.

რუსეთის ახალმა დედა-დედოფალმა იულია ნავალნაიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს “კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი” უწოდა, რომელმაც თითქოსდა მისი ქმარი , ვინმე ალექსეი ნავალნი მოკლა.

  • „პუტინი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერია. პუტინმა ჩემი ქმარი ალექსეი ნავალნი მოკლა. მისი ბრძანებით, ალექსეი სამი წლის განმავლობაში აწამეს. მას პატარა საკანში აშიმშილებდნენ, გარე სამყაროსგან მოწყვეტილი იყო და ვიზიტების უფლება არ ჰქონდა. ამის შემდეგ მის სხეულსა და დედას მიაყენეს შეურაცხყოფა. პუტინს ყველაფერი შეუძლია. მასთან მოლაპარაკება შეუძლებელია“, – განაცხადა იულია ნავალნაიამ.