7 დეკემბერი 2024

ბატონო ბიძინა, თქვენი თავი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა!

2012-2024 წლები
რა უბედურებებს ააცალა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა

ვფიქრობ, არ არსებობს საქართველოში საღად მოაზროვნე ადამიანი, რომელსაც ეჭვი ეპარება რომ ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის პირობებში საქართველო უპირობოდ იქნებოდა ჩართული
ამერიკული ინტერესების სასარგებლოდ გამანადგურებელ ომში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ.
ომში, რომლის შემდეგაც საქართველოს სახელმწიფო მხოლოდ ისტორიული ტერმინი თუ დარჩებოდა.

თუმც, არსებობენ , ადამიანები, რომლებიც მას საყვედურობენ ‘კოაბიტაციის, ასი ქარხნის თუ ” მილიონის არ შოვნის” გამო ..

ბევრმა არ იცის თუ, რა წნეხს, რა ზეწოლას გაუძლო ამ ადამიანმა პირდაპირ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისგან, თუნდაც იმავე არასასურველი კოაბიტაციის პროცესის გამო.

ვერ მოვთხოვთ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინათინ ხიდაშელს სიმამაცეს და გამბედაობას, რომ პირდაპირ თქვას, რეალურად ვინ დაავალა მას კოაბიტაცია “ქართველმა ხალხმა ” თუ ამერიკის სახდეპმა?

ვისაც დანახვა და ელემენტარული ანალიზის უნარი გააჩნია დღეის გადასახედიდან შეუძლია კარგად განჭვრიტოს, რომ ყოველივე აუცილებელი იყო საქართველოში მშვიდობის შენარჩუნებისათვის, კონტრრევოლუციური პროცესების აღსაკვეთად, რასაც პირდაპირ კურირებდა წლების მანძილზე საქართველოში აშშ- ს საელჩო.

ყველაფერი ეს კი ბიძინა ივანიშვილის. სახელმწიფოებრივი, შორსმჭვრეტელი პოლიტიკის, ანალიზის უნარის შედეგია.

გადახედეთ მეზობელი ქვეყნების მონეტარულ პოლიტიკას, არაფერს ვიტყვი რუსული რუბლის დევალვაციის შესახებ, შეადარეთ 2012 წლის სავალუტო კურსი თურქული ლირის და ქართული ლარის 1:1 ზე და 2024 წლის 1:10 ზე,ჩვენი ვალუტის სასარგებლოდ.

იქნებ, მითხრათ რომელ მეზობელ ქვეყანაში იზრდება ეკონომიკა ჩვენი ტემტით?

კაცმა, რომელმაც გაუძლო და დღენდე უძლებს არნახულ ფსიქოლოგიურ ტერორს, შეურაცხყოფას მისი, მისი ოჯახის ყველა წევრის მიმართ ნაცისტური რეჟიმის მხრიდან, თითქმის ყველა უბედურებას ქვეყანაში მის სახელს უკავშირებენ, მე მართლა მეშინია, რომ ერთხელაც იქნება, ყელში ამოუვა ყველაფერი, საბოლოოდ ჩამოცილდება პოლიტიკას და მიუშვებს ქვეყანას ბედისწერაზე. ..

აი, მაშინ კი არ დაგვჭირდება გარე ძალების დახმარება, ისე დავჭამთ კლანებად ქცეული ქართველები ერთმანეთს, თუ 1991 წლის დეკემბრი ჩვენი ჩადენილი არ არის და მასაც. რუსეთს ვაბრალებთ?

არავის ვაშინებ აპოკალიფსით , უბრალოდ უახლესი ისტორიის გათვალისწინებით ვწერ იმას, რაც ჩვენშია და არსად წასულა.

უმადურობის სენი, რომელიც გვჭირს,თუ არ დავძელით, -ადამიანს, რომელმაც ქვეყანა დანის პირზე ატარა მრავალი შეურაცხყოფის, ცილისწამების, ლანძღვა – გინების მიუხედავად , თუ ვერ გავანეიტრალეთ ჩვენი სითბოთი ,მადლიერებით, ვიქნებით იმავე ჭაობში, ერთ წრეზე მოტრიალე, რაც ვიყავით.
მე კი ჩემის მხრივ მრავალჯერ ვიტყვი : მადლობა ბატონ ბიძინას მშვიდობის, მშენებლობის, სიტყვის თავისუფლების, მრავალი და მრავალი სხვა სიკეთის გამო!

ღმერთმა მოგცეთ გაძლება უმადური ხალხის და არ მოგეშალოთ ქვეყნის უანგარო მსახური!

გოჩა ნაჭყებია