სალომე ზურაბიშვილი – პოლიტიკური დივერსანტი
სხვაგვარად ვერ შეაფასებ საქართველოს პრეზიდენტად წოდებულს, ქვეყნის უმთავრესი კანონის- კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელავის – სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკას, რომელიც დღენიადაგ ცდილობს ქვეყნის ხელისუფლების დისკრედიტაციას, ლაფში ამოსვრას.
ზურაბიშვილის ფარული ზრახვები, თუ გარეშე ძალების დავალება , მის მიერვე გამოაშკარავებულია.
- კოალიციური მთავრობის ფორმირება,სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის მმართველობის სათავეში ნაციონალური, ფაშისტური რეჟიმის დაბრუნება.
- შესაბამისად, მომენტალურად ქვეყნის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა, დასავლეთის დიდი ხანის სურვილის და დავალებების აღსრულება.
- ზურაბიშვილის მთელი მოღვაწეობა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე პოლიტიკური დივერსია , მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, პირადი მიზნების, გამორჩენის გამო უცხო ქვეყნის ინტერესების მსახურება. ( ორივე შვილი აშშ- ს სახ.დეპის კონტროლქვეშ მყოფ უწყებაში ყავს დასაქმებული საკმაოდ მაღალ პოზიციაზე) .
სამწუხაროდ,ძალიან მიამიტი ვართ ქართველები: უზომოდ ვენდობით, ვპატიობთ ყველას, ვამართლებთ მისი წინაპრების შეცდომებსაც კი.
- – ქალი, რომელსაც საქართველო სამშობლოდ ბოლომდე ვერ აღუქვამს, ვერ გაუთავისებია, ვერ წარმოგვედგინა რომ ფეხებზე დაკიდებდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მუდამ მისი ფიზიკური განადგურების მცდელობის მსურველი იქნებოდა.
რუსეთის ფედერაციასთან საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმა სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს საბოლოოდ დასამარება, რასაც ვერც ამერიკული რეზიდენტი ზურაბიშვილი და ვერც მისი ოკეანის გაღმა პატრონები ვერ ეღირსებიან ბიძინა ივანიშვილის სახით – ქვეყანის პატრიოტი, ერთგული ადამინების გონივრული პოლიტიკის წყალობით.
გოჩა ნაჭყებია