8 ოქტომბერი 2024

ოლიგარქი ხაზარაძე: ასეთი უგულო ქართველი ერი არასოდეს მინახავს!


ოლიგარქი მამუკა ხაზარაძე საკუთარი ავტომობილის დაწვით შეშფოთებულია და სიხარულით აღტკინებულ ქართველ ერს უგულობაში ადანაშაულებს.

” ასეთი უგულო ქართველი ერი არასოდეს მინახავს. საყვარელი ავტომობილის დაწვით მნიშვნელოვანი ზარალი მომადგა და ხალხი ღლიცინობს.
მუსტანგით თუ არა, ნებისმიერი ოთხთვალა, ოთხფეხა თვითმავალი ტრანსპორტით მაინც შემოვივლი მთელ საქართველოს და მარშალის გეგმის მნიშვნელობას ავუხსნი. დაცინვით არავინ მომკვდარა” – წერს ოლიგარქი მამუკა ხაზარაძე.