6 დეკემბერი 2024

წულუკიანი: ევროპა,ევროსტრუქტურები ცახცახებდნენ პუტინის გაგონებაზე, ცახცახებდნენ! 

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში სტრასბურგში მოღვაწეობის წლები გაიხსენა და ევროჩინოვნიკების დამოკიდებულება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი.

-” მე, მაშინ ევროჩინივნიკი ვიყავი. სწორედ, მათ წიაღში ვმუშაობდი და მე შიგნიდან მახსოვს, რომ ევროპა, ევროსტრუქტურები ცახცახებდნენ პუტინის გაგონებაზე, ცახცახებდნენ!  ეს მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი , როგორც ბიუროკრატს, ჩინოვნიკს ევროსაბჭოსი- ცახცახი გაუდიოდათ.  ეხლა, ამას აღიარებენ 15 წელი გავიდა.
ეხლა -გვიანია ამის აღიარება, ჩვენ იმ ომში ( 2008 წლის)  ძალიან ბევრი რამ დავკარგეთ და ამის შედეგები დღესაც არის ტრაგიკული”, – განაცხადა წულუკიანმა.