6 დეკემბერი 2024

პუტინმა ტრადიციული სულიერი და მორალური ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცების შესახებ კანონი დაამტკიცა

?????????????????????????????????????????????????????????

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა   ტრადიციული სულიერი და მორალური ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის  შესახებ  სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა. განკარგულება  იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.

  • „მე გადავწყვიტე დამტკიცდეს თანდართული რუსული ტრადიციული სულიერი და მორალური ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ტრადიციული ფასეულობების” ცნება  ჩამოყალიბებულია, როგორც “ზნეობრივი მითითებები, რომლებიც აყალიბებენ რუსეთის მოქალაქეების მსოფლმხედველობას, გადაეცემა თაობიდან თაობას, საფუძვლად უდევს რუსულ სამოქალაქო იდენტობას და ქვეყნის ერთიან კულტურულ სივრცეს, აძლიერებს სამოქალაქო ერთობას, რომელიც  ჰპოვებს გამოვლინებას უნიკალურ, რუსეთის მრავალეროვანი ხალხის სულიერ, ისტორიულ და კულტურულ განვითარებაში.

დოკუმენტი მოიცავს „ ადამიანის სიცოცხლეს, ღირსებას, უფლებებსა და თავისუფლებებს, პატრიოტიზმს, მოქალაქეობას, სამშობლოს მსახურებას და პასუხისმგებლობას მის ბედზე“. ასევე ჩამოთვლილია „მაღალი მორალური იდეალები, ძლიერი ოჯახი, შემოქმედებითი შრომა, სულიერის უპირატესობა მატერიალურზე, ჰუმანიზმი, მოწყალება, სამართლიანობა, კოლექტივიზმი, ურთიერთდახმარება და ურთიერთპატივისცემა, ისტორიული მეხსიერება და თაობათა უწყვეტობა, ხალხთა ერთიანობა. ”

გარდა ამისა, კანონის ერთ-ერთი მიზანია რუსული ენის დაცვა და უცხოური ლექსიკის გადაჭარბებული გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა.

-„ტრადიციული ღირებულებების საფრთხეებს“ შორისაა ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების, „ინდივიდუალური მედიის“ საქმიანობა, შეერთებული შტატების და სხვა არამეგობრული სახელმწიფოების, ტრანსნაციონალური კორპორაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებები.

კერძოდ,საუბრია ერისთვის დამანგრეველ გავლენაზე  “ეგოიზმის, უზნეობის, პატრიოტიზმის იდეალების უარყოფაზე, სამშობლოს მსახურებაზე, ცხოვრების ბუნებრივ გაგრძელებაზე, ძლიერი ოჯახის ღირებულებაზე, ქორწინებაზე, მრავალშვილიანი ოჯახებზე,  ტრადიციული ოჯახის ინსტიტუტის ნგრევაზე  არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდის  გზით”.

ყველაფერი ეს საფრთხის შემცველია ქვეყანაში შექმნილ დემოგრაფიულ მდგომარეობაზე, აღნიშნულია ბრძანებულებაში.

სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოს დაცვასა და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებები, აგრეთვე მათი უფლებამოსილების ფარგლებში სხვა ორგანოები.

დადგენილება ძალაშია ხელმოწერის დღიდან, 9 ნოემბრიდან.

წყარო