NDI: 47%- არც ერთი პარტია, ქოცები- 19%, ნაცები -4 %
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად საქართველოში
პოლიტიკური ნილფილიზმის დონე კრიტიკულ ზღვარზე.
საზოგადობის თითქმის ნახევარს ფეხებზე ჰკიდია და არ ენდობა საქართველოში არსებულ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას.
კატასტროფაა, როცა მმართველი პარტიის მხარდაჭერთა რიცხვი მხოლოდ 19 %-ია.უფრო კონკრეტულად, კითხვაზე-რომელი პარტია დგას თქვენთან თქვენს შეხედულებასთან, პასუხი შემდეგნაირად გამოიყურება:
47% – არცერთი პარტიას
19% – „ქართული ოცნება“
13% – უარი პასუხზე
6% – არ ვიცი
4% – „ნაციონალური მოძრაობა“
12% – სხვა პარტიები
აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.