პუტინი: ამერიკული ბატონყმობა წარსულს ბარდება
ერთი ჰეგემონის დიქტატურა ხმება, მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი მყარდება და ეს გარდაუვალი პროცესია, რუსეთი სამართლიანი მსოფლიო წესრიგის შექმნის ავანგარდშია,აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.
- „ჩვენ ღიად ვამბობთ, რომ ერთი ჰეგემონის დიქტატურა ხმება– ჩვენ ამას ვხედავთ, ახლა ყველა ხედავს – წავიდა, რასაც ჰქვია, ნგრევა და უბრალოდ საშიშია სხვებისთვის, ეს უკვე ნათელია მსოფლიოს უმრავლესობისთვის. მაგრამ ვიმეორებ: სწორედ ჩვენი ქვეყანაა ახლა უფრო სამართლიანი მსოფლიო სისტემის ჩამოყალიბების ავანგარდში.
- ”ჩვენმა ქვეყანამ, რუსეთის სამყარომ, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა ისტორიაში, გადაუკეტა გზა მათ, ვინც აცხადებს მსოფლიო ბატონობას, მათ ”ექსკლუზიურობას”, – დასძინა პუტინმა.
ვლადიმერ პუტინი არაერთხელ აკრიტიკებდა ”მსოფლიო წესრიგს დაფუძნებულს წესებზე” და მას სისულელეს უწოდებს. მისი თქმით, არავის უნახავს და არავის დაუწერია ეს წესები, რაც ასეთი კოლონიური მიდგომის მიმდევრებს საშუალებას აძლევს გამოიგონონ ისინი საქმეზე საქმე საკუთარი სარგებლისთვის.
რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი მყარდება და ეს გარდაუვალი პროცესია, ვინაიდან არსებითად მახინჯი ნეოკოლონიალური მსოფლიო სისტემამ არსებობა შეწყვიტა.