7 დეკემბერი 2024

ჩინური მესენჯერი დაბლოკილ მომხმარებლებს ბოდიშის მოხდას აიძულებს

ჩინური მესენჯერი WeChat მომხმარებლებს ანგარიშის განბლოკვისთვის ბოდიშის მოხდას სთხოვს.

კალიფორნიაში მცხოვრებ ჩინელ სტუდენტს WeChat ანგარიში შეუჩერდა მას შემდეგ, რაც მან  1989 წელს  ტიანანმენის მოედანზე მომიტინგეების დარბევის შესახებ განაცხადა.

მესენჯერზე წვდომის აღდგენის მიზნით,   სტუდენტი  იძულებული გახდა წერილობითი ფორმით  ბოდიში მოეხადა, იტყობინება ჩინური Threat Telegram არხი.

სტუდენტმა წერილი მისწერა აპლიკაციის მშობელ კომპანიას, Tencent-ს და დაჰპირდა, რომ არ გამოაქვეყნებდა „არაფერს, რაც არღვევს კანონებსა და რეგულაციების, რათა დაიცვას კომპანიის სოციალური სტაბილურობა და ბიზნესი“. „გმადლობთ Tencent-ს, რომ მოგვაწოდეთ ასეთი კარგი საკომუნიკაციო პლატფორმა“, – ნათქვამია ახალგაზრდა მამაკაცის განცხადებაში.

WeChat არის მთავარი მესინჯერი ჩინეთში, რომელიც გამოიყენება როგორც კომუნიკაციისთვის, ასევე სასურსათო პროდუქტების შეკვეთისთვის ან ტაქსის გამოძახებისთვის.