18 თებერვალი 2025

სუპერკომპიუტერმა სამყაროს აღსასრულის თარიღი განსაზღვრა

World One სუპერკომპიუტერმა, რომელიც შექმნილია ცივილიზაციური შაბლონების პროგნოზირებისთვის,  ადამიანის გადაშენების პერიოდი განსაზღვრა, წერს The Daily Star-ის ბრიტანული გამოცემა.
1970-იან წლებში რომის კლუბის მიერ შეკვეთილმა მანქანამ გამოთვალა, რომ ცივილიზაცია 2050 წელს მოისპობოდა. სამყაროს აღსასრულის მიზეზი კი ადამიანების საქმიანობა, კერძოდ გარემოს დაბინძურება და მისი უარყოფითი შედეგები იქნებოდა.
– „დაახლოებით 2040 წლიდან 2050 წლამდე ცივილიზებული სიცოცხლე, როგორც ჩვენ ვიცით ამ პლანეტაზე, შეწყვეტს არსებობას“, – ნათქვამია პროგნოზში. მდგომარეობას  ვერ გამოასწორებს თუნდაც „ეკოლოგიურად სუფთა“ მანქანებზე სრული გადასვლით და მკაცრი ჩასახვის კონტროლი.

კლიმატოლოგმა იოჰან როკსტრომმა განაცხადა, რომ 50 წელზე ნაკლებ დროში ბრაზილიიდან, ინდოეთიდან, აფრიკის ნაწილიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მასობრივი ემიგრაცია შეიძლება დაიწყოს ტემპერატურის მატების გამო. მეცნიერის პროგნოზით, 2,4 გრადუსით დათბობა დედამიწას არაპროგნოზირებადი და „კატასტროფული“ შედეგებით ემუქრება და სრულიად ახალ საცხოვრებელ პირობებს შექმნის. პლანეტის დიდი ნაწილი  სავარაუდოდ შეწყვეტს საცხოვრებლად  ვარგისობას.