7 ოქტომბერი 2024

მოსკოვი: ფაშინიანი ზელენსკის გზას ადგას

მოსკოვი 17 ოქტომბერს, ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გამოსვლას უპასუხისმგებლო და პროვოკაციულად მიიჩნევს, განსაკუთრებით რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით.

  • „ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობენ სომხეთის უკრაინად გადაქცევას მესამე (თუ მოლდოვას მეორე უკრაინად ჩავთვლით), ნიკოლ ვოვაევიჩ ფაშინიანი კი ჩქარი ნაბიჯებით მიჰყვება ვლადიმერ ზელენსკის გზას“, -წერს გამოცემა РТ

წინა დღეს ფაშინიანი ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სომხეთის სუვერენიტეტის საფრთხეებს შეეხო. კერძოდ, მან თქვა, რომ “გარე ძალები ცდილობდნენ რესპუბლიკაში შიდა არასტაბილურობის პროვოცირებას. ასევე მან დაადანაშაულა “მოკავშირეები” რომ არ დაეხმარნენ ქვეყანას და “მოითხოვდნენ ხელისუფლების შეცვლას”.

გარდა ამისა, ფაშინიანმა გააკეთა განცხადება რუსი სამშვიდობოების სავარაუდო უმოქმედობის შესახებ მთიან ყარაბაღში.

5 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიხსენა რუსი სამშვიდობოების დაღუპვა, რომლებიც მთიან ყარაბაღში სომხებს იცავდნენ. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რეგიონის მოსახლეობას ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება გაუწიეს და გასვლა უზრუნველყვეს.

რუსეთის ლიდერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსი სამშვიდობოების უფლებები მხოლოდ ერთში მდგომარეობს – უზრუნველყოს რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის დაცვის მონიტორინგი.

ამასთან, მოსკოვი სომეხ კოლეგებს უკვე 15 წელია სთავაზობს ყარაბაღის საკითხში კომპრომისზე წასვლას, აღნიშნა პუტინმა.