6 დეკემბერი 2024

შამბა: აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია

აფხაზეთი რუსული სამყაროს ნაწილია, განაცხადა ოთხშაბათს სეპარატისტული რესპუბლიკის “უშიშროების საბჭოს მდივანმა” სერგეი შამბამ.

  • „ჩვენ რუსეთთან გვაქვს ისეთი ურთიერთობები, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. აფხაზური საზოგადოება კი რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და რუსული სამყაროს შექმნაში მონაწილეობს. გვინდა ვიყოთ და ვართ ამ რუსული სამყაროს ნაწილი“, – განაცხადა შამბამ.

ე.წ. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული ენის წყალობით აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა შეიტყო.

  • „უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ შეითვისა მრავალი ტრადიცია და კულტურული მომენტი და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა მოახდინა მრავალი ეროვნების ჩამოყალიბებაზე რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროს. აფხაზეთი ყოველთვის იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის – მწერლების, მხატვრების და მრავალი სხვას ყურადღებას”, – აღნიშნა მან.