თეთრმა სახლმა დაადასტურა მეორე ავიამზიდის განლაგება ხმელთაშუა ზღვაში
მეორე ამერიკული ავიამზიდი, USS Dwight Eisenhower, მიემართება ხმელთაშუა ზღვისაკენ, განაცხადა თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ.
მისი თქმით, ტრანსფერი “დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი” და ახლა ავიამზიდი და მისი დამრტყმელი ჯგუფი მიემართება ევროპული სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში.
პირველ რიგში მათ მოუწევთ ატლანტის ოკეანის გავლით ხმელთაშუა ზღვაში გავლა, “სადაც საჭიროების შემთხვევაში მზად იქნებიან”, – თქვა მან.
შეერთებულ შტატებში სამშაბათს განიხილეს ავიამზიდი Dwight Eisenhower-ის ისრაელის სანაპიროზე გაგზავნის გეგმები.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ შემოჰყავს შეერთებულ შტატებს ისრაელში ავიამზიდების ჯგუფები, როცა დამრტყმელი ჯგუფი აშშ-ს საზღვაო ძალების ავიამზიდ “ჯერალდ ფორდთან” ერთად უკვე ხმელთაშუა ზღვაშია