საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ბუჩუკური: , „ნაცებსა“ და „ქოცებს“ მეგობრებიც ერთი ჰყავთ – თბილისი 24
9 მაისი 2024

ბუჩუკური: , „ნაცებსა“ და „ქოცებს“ მეგობრებიც ერთი ჰყავთ

პრემიერს ვკითხავ, ესაუბრა თუ არა მის მეგობარ ორბანს, ადეიშვილის, კოდუას და სხვების გადმოცემაზე, რომლის მთავრობამ მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა – ეს პრეტენზია ხელისუფლებას არამხოლოდ უკრაინასთან, ევროკავშირთანაც აქვს, – ეს განცხადება პარტია „საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

ბუჩუკურის თქმით, „ღიმილისმომგვრელია, რომ თავის დროზე ორბანთან მეგობრობით ამაყობდა მიხეილ სააკაშვილი, ხოლო დღეს ამაყობს ირაკლი ღარიბაშვილი“.

  • როგორც ჩანს, „ნაცებსა“ და „ქოცებს“ მეგობრებიც ერთი ჰყავთ. სერიოზულ ნოტაზე რომ გადავიდეთ, მე მივმართავ პრემიერ-მინისტრს სადეპუტატო კითხვით და ვკითხავ ჰქონდა თუ არა მის მეგობარ ორბანთან საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ყოფილი წარმომადგენლების, ყოფილი თანამდებობის პირების, კრიმინალების, როგორებიც არიან ოდიოზური ფიგურები ადეიშვილის, კოდუას თუ მისთანანის, საქართველოსთვის გადმოცემაზე, მოგეხსენებათ, რომ ორბანის მთავრობამ სწორედ მათ მიანიჭა თავის დროზე პოლიტიკური თავშესაფარი”, – განაცხადა ბუჩუკურმა.