11 ნოემბერი 2024

ისრაელი ბრძოლის ფაშისტურ მეთოდებზე გადადის – უქმდება ომის ყველა წესი, არ იქნება სამხედრო სასამართლოები

ისრაელი იმ ფაშისტურს მეთოდებს მიმართავს, რომელსაც ოდესღაც იყენებდნენ ებრაელი ერის მიმართ გერმანელი ფაშისტები. ისრაელი აუქმებს ომის ყველა წესს- არ იქნება სამხედრო სასამართლოები და ისრაელის ჯარისკაცები პასუხისმგებლობას არ აგებენ, განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა.
თავის მიმართვაში ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედროები პასუხისმგებელნი არ იქნებიან, ომის წესები გაუქმებულია, იუწყება Sputnik ბელორუსია.

ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურმა კაბინეტმა კვირას ოფიციალურად გამოაცხადა ქვეყნის საომარ მდგომარეობაზე გადასვლა, განაცხადა ისრაელის პრემიერ მინისტრის ბინიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა. შესაბამისად, დამტკიცდა და დაიწყო დიდი საბრძოლო მოქმედებები.