საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" ჰამასი იმუქრება მძევლებს სიკვდილით დასჯით, თუ ისრაელი არ შეწყვეტს თავდასხმებს საცხოვრებელ სახლებზე – თბილისი 24
20 მაისი 2024

ჰამასი იმუქრება მძევლებს სიკვდილით დასჯით, თუ ისრაელი არ შეწყვეტს თავდასხმებს საცხოვრებელ სახლებზე

ღაზაზე ყოველი თავდასხმისთვის ჰამასის მებრძოლები ერთ-ერთ ტყვეს სიკვდილით დასჯიან და ინტერნეტში განათავსებენ სიკვდილით დასჯის ვიდეოს. ამის შესახებ სამხედრო ფრთის წარმომადგენელმა აბუ უბაიდამ Al Jazeera-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ისრაელში ჰამასის ბოევიკების მიერ დატყვევებულ მძევლებს შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ათობით ადამიანია,მათ შორის რუსეთის და ჩინეთის.

ისრაელის დაღუპულთა საერთო რაოდენობამ ორ დღეში 900-ს მიაღწია. დაშავებულთა რაოდენობა 2.600-ია. ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა 300 ათასი რეზერვისტი აიყვანეს, ყველა სექტორში სრულად საბრძოლო მზადყოფნაში არიან და ახორციელებენ აბსოლუტურ კონტროლს მთელს პერიმეტრზე.