დუდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე: ნუ გავაზვიადებთ,ეს არ არის პირველი სამხედრო ვითარება
პოლონეთის პრეზიდენტის ანჟეი დუდას განცხადებით, არ უნდა გადავაჭარბოთ ისრაელში არსებული ვითარების სერიოზულობა.
პოლონეთის ლიდერმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ არ უნდა გავაზვიადოთ ისრაელის გარშემო არსებული ვითარების სერიოზულობა, ამის შესახებ მან Polsat-ს განუცხადა.
- „ ნუ გადავაჭარბებთ. ეს არ არის პირველი სამხედრო ვითარება ახლო აღმოსავლეთში. გვახსოვს, რომ ბოლო ათწლეულებში ასეთი სიტუაციები უკვე იყო“, – განაცხადა დუდამ.
მისი თქმით, ამ რეგიონში იმართებოდა ომები, რომლებსაც არასოდეს მოჰყოლია მსოფლიო ომები. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში დიდი ხანია მსგავსი არაფერი ყოფილა.