ერდოღანი: მშვიდობა მხოლოდ პალესტინის დამოუკიდებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი
ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პალესტინა დამოუკიდებელი იქნება, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
პალესტინის დამოუკიდებლობაზე საუბრისას ერდოღანი გულისხმობდა გაეროს 2012 წლის რეზოლუციის შესრულებას 1967 წლის საზღვრებში დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შესახებ, იუწყება TASS.
პოლიტიკოსის თქმით, პალესტინის საკითხი საერთაშორისო სამართლისა და ორი სახელმწიფოს თანაარსებობის ფაქტის აღიარებით უნდა გადაწყდეს. ერდოღანმა პირობა დადო, რომ თურქეთი საჭირო დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართავს კონფლიქტის დასასრულებლად.
მისი თქმით, „იერუსალიმი, რომელიც საუკუნეების მანძილზე მშვიდობის ქვეყნად ითვლებოდა, დაძაბულობის სიმბოლოდ იქცა, სადაც მუსლიმთა უფლებები ირღვევა“.