11 სექტემბერი 2024

ნეთანიაჰუ: ისრაელი საომარ მდგომარეობაშია და არა სამხედრო ოპერაციაში

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და არა სამხედრო ოპერაციაში.
ნეთანიაჰუმ გასცა ბრძანება ღაზას სექტორის მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებში ტერორისტების გაწმენდისა და რეზერვისტების მობილიზების შესახებ. მისი თქმით, მტერს მოუწევს მისი ქმედებების საფასურის გადახდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, ღაზას სექტორიდან, სარაკეტო დარტყმები განხორციელდა სამხრეთ ისრაელსა და თელ-ავივის წინააღმდეგ. ხოლო IDF-მა გამოაცხადა მზადყოფნა ომისთვის და დაადასტურა პალესტინელების შეღწევის ფაქტი.

განსაკუთრებული ვითარება შეიქმნა ისრაელის ცენტრში და სამხრეთით, ჯარმა საპასუხო დარტყმა დაიწყო.

ჰამასმა გამოაცხადა “ალ-აქსას წყალდიდობის” ოპერაციის დაწყება, ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ კი განაცხადა, რომ მათ ამით დაიწყეს ომი. ახლა მხარეებს შორის ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტაკებებია.