პუტინი აშშ-ს: თქვენი წესებით ცხოვრების დრო დასრულდა და არასდროს დაბრუნდება! თქვენ ვინ ხართ საერთოდ?(ვიდეო)
კოლექტიური დასავლეთის მცდელობის შესახებ, თავისი ცხოვრების წესები მოახვიოს მთელ მსოფლიოს და დასავლური გაგების შესახებ, რომ ცივილიზაციები არ არის თანაბარი, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკმაოდ მკაცრი სიგნალი გაუგზავნა დასავლურ ელიტებს: “სულ გვესმის, სულ ჟღერს: თქვენ ვალდებულები ხართ, თქვენ ესე უნდა ქნათ, უნდა, უნდა, ჩვენ თქვენ სერიოზულად გაფრთხილებთ?ვინ ხართ თქვენ საერთოდ, ვინმე რომ გააფრთხილოთ, რა უფლებით აფრთხილებთ ვინმეს?
თქვენი დრო დასრულდა და უკან აღარასდროს დაბრუნდება,მინდა გითხრათ- თვალები მოიბანეთ! კოლონიალიზმის ეპოქა დასრულდა და აღარასოდეს დაბრუნდება. არასოდეს, დროა აშშ-მ და მისმა თანამგზავრებმა თავი დააღწიონ კოლონიური მმართველობის ეპოქის აზროვნებას.” – განაცხადა მან.
- ფაქტობრივად, ჩვენს წინაშეა ახალი სამყაროს აშენების ამოცანა. მომავალი დღეს იქმნება, არა მხოლოდ ჩვენი თვალებით – ჩვენი ხელებით.
- მინდა გითხრათ- თვალები მოიბანეთ! კოლონიალიზმის ეპოქა დასრულდა და აღარასოდეს დაბრუნდება. არასოდეს, დროა აშშ-მ და მისმა თანამგზავრებმა თავი დააღწიონ კოლონიური მმართველობის ეპოქის აზროვნებას.
- სულ გვესმის, სულ ჟღერს: თქვენ ვალდებულები ხართ, თქვენ ესე უნდა ქნათ, უნდა, უნდა, ჩვენ თქვენ სერიოზულად გაფრთხილებთ!
- ვინ ხართ თქვენ საერთოდ, ვინმე რომ გააფრთხილოთ, რა უფლებით აფრთხილებთ ვინმეს?
- ეს რა წესებია? ვინ გამოიგონა? სრულიად გაუგებარია. უბრალოდ სისულელეა!
- თურმე, არსებობს გარკვეული ცივილიზებული სამყარო, ( ამერიკა) რომელიც სამაგალითო უნდა იყოს დანარჩენებისთვის, ყველამ უნდა დაიცვას მისი სტანდარტები, მაგალითები, ხოლო ვინც არ ეთანხმება, ერეკებიან ამ „ განმანათლებლის“ ხელკეტით საკუთარ ცივილიზაციაში.ეს დრო როგორც გითხარიათ წავიდა!
- არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ არ დაგვიწყია ეგრეთ წოდებული “ომი უკრაინაში”, პირიქით, ვითხოვთ მის დასრულებას.
- რუსეთი ყველაზე დიდი ქვეყანაა მსოფლიოში. ჩვენ არანაირი ინტერესი არ გვაქვს დამატებითი ტერიტორიების დაპყრობის კუთხით: ჩვენ ჩვენი ასათვისებელი საკმარისად გვაქვს, აღმოსავლეთ ციმბირში და შორეული აღმოსავლეთში”- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.