16 სექტემბერი 2024

პუტინი გაეროს რეფორმირების ან ახალის შექმნის იდეით გამოდის

თუ გაეროს წესდებას ისტორიის ნაგავსაყრელზე გადავაგდებთ, მსოფლიოს ზოგადი ქაოსი ელის, მაგრამ საერთაშორისო სამართალს ცვლილებები სჭირდება და აუცილებელია მათი განხორციელება დღევანდელი რეალობისა და მსოფლიოს რიგი ქვეყნების მზარდი გავლენის საფუძველზე. – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

  • „არსებობს საშიშროება, რომ ჩვენ ჩამოვშლით საერთაშორისო წესების არსებულ სისტემას, კერძოდ, არსებულ წესებს, საერთაშორისო სამართალს, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდებას . ჯერ არაფერი ახალი არ შექმნილა .ის ჯერ კიდევ არსებობს, მისი ელემენტები არსებობს.
  • თუ გაეროს წესდებას მთლიანად გაგზავნით ისტორიის ნაგავსაყრელზე, მისი არაფრით ჩანაცვლების გარეშე, მაშინ ქაოსი გარდაუვალია და შეიძლება გამოიწვიოს ძალიან სერიოზული შედეგები”, – განაცხადა პუტინმა კლუბ “ვალდაიში” სიტყვით გამოსვლისას.