საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" მალე გერმანია ქართველების მასობრივ დეპორტაციას დაიწყებს! – თბილისი 24
20 მაისი 2024

მალე გერმანია ქართველების მასობრივ დეპორტაციას დაიწყებს!

გერმანიის მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებს მთელ რიგ ქვეყნებთან ე.წ. „მიგრაციული პარტნიორობის“ შესახებ. მოლაპარაკება გერმანიიდან არალეგალური მიგრანტების სამშობლოში სწრაფად დაბრუნების საკითხსაც ითვალისწინებს.

DW-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად საუბარია ექვს ქვეყანაზე. ეს ქვეყნებია საქართველო, მოლდოვა, კენია, კოლუმბია, უზბეკეთი და ყირგიზეთი.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ

  • საქართველოსა და მოლდოვას განსაკუთრებული პრიორიტეტი აქვთ, რადგან გერმანიაში თავშესაფრის მინიჭების ათ პროცენტზე მეტი მხოლოდ ამ ორი ქვეყნის მოქალაქეებზე მოდის“.

2023 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეებისგან თავშესაფრის მოთხოვნის 7405 განცხადება შევიდა, მოლდოვიდან კი – 2124.

გამოცემა წერს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საქართველოსა და მოლდოვის მთავრობებმა.

მიმდინარე წლის აგვისტოში გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამ ქვეყნებიდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები განიხილება დაჩქარებული წესით, რაც გამოიწვევს თავშესაფარზე უარის მქონე პირთა სწრაფ დეპორტაციას.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, ნენსი ფეზერის თქმით. საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირის წევრობა სურთ და ამ ქვეყნებში, როგორც წესი, ადამიანებს არ ემუქრებათ პოლიტიკური ნიშნით დევნა. ფეზერის თქმით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა შორის თითქმის ყოველი მეათე საქართველოდან და მოლდოვიდანაა ჩასული, ამ ქვენების უსაფრთხოდ აღიარება კი ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის სწრაფად და ეფექტიანად შემცირებას.