საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" გრიგორი კარასინი სალომე ზურაბიშვილს – პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო! – თბილისი 24
20 მაისი 2024

გრიგორი კარასინი სალომე ზურაბიშვილს – პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო!

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთი ღრმააზროვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევს, საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეიძლება იყვნენ შემდეგი, რომლებსაც რუსეთი თავს დაესხმება , – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის.

  • “პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო! რატომ არ ახსენოთ ამ შემთხვევაში უფრო შორეული სამიზნეები – გერმანია, შვეიცარია თუ მალტა? განა ადვილი არ არის იმის გახსენება, “ცივი ომის” დასრულების და იმ დაპირების შემდეგ, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა როგორ დაიწყო ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკურმა ბლოკმა და მისმა საცეცებმა არასამთავრობო სტრუქტურების სახით ნახტომებით რუსეთთან მიახლოება. მათ უკვე დახურეს მჭიდრო რგოლი ჩვენი ქვეყნის გარშემო. უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის. ამის მიზნებიც ნათელია. ასე რომ, არ ღირს საკუთარი თავის შეშინება!” – განაცხადა კარასინმა.

მანამდე კარასინმა სალომე ზურაბიშვილს „უცნაური პოლიტიკოსი“ უწოდა. მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა “ვაშინგტონში მკაცრი მითითებები მიიღო“.