16 სექტემბერი 2024

სარჯველაძე: არ მგონია, ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფო იყოს, რომელიც სხვა სახელმწიფოში გეგმავდეს რევოლუციებს :)

ნამდვილად არ შეშვენის რეალურად ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას ასეთი დამოკიდებულება. ნამდვილად არ არის სასიხარულო ეს არც ჩვენთვის და არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ასეთი დამოკიდებულების ღრმად მწამს. არ მგონია, ამერიკის შეერთებული შტატები ის სახელმწიფო იყოს, რომელიც სხვა სახელმწიფოში გეგმავდეს რევოლუციებს და ა.შ.“ – აცხადებს საზოგადობერივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სარჯველაძე.

ცნობისათის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.

ამერიკის საელჩოს განცხადებით კი CANVAS”-თან თანამშრომლობით ტრენინგები ჩაუტარდათ დედებს, რომლებიც ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის გაუმჯობესებას ითხოვენ და იმ პირებს, რომლებიც ხანდაზმული მოქალაქეების უფლებებს უწევენ ადვოკატირებას.

პ.ს. სარჯველაძევ, რამდენი სახელმწიფო ე.წ. ფერადი რევოლუციები განხორციელდა ამერიკის თაოსნობით, იმდენჯერ..