საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "თბილისი 24". / Information Analytical Agency "Tbilisi 24". / Информационно-аналитическое агентство "Тбилиси 24". / Informationsanalyseagentur "Tbilisi 24" გაცვლის რუსეთი აფხაზეთს და ცხინვალს საქართველოს კეთილგანწყობაში? – თბილისი 24
20 მაისი 2024

გაცვლის რუსეთი აფხაზეთს და ცხინვალს საქართველოს კეთილგანწყობაში?

გაცვლის თუ არა საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ერის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ” დამოუკიდებლობას” რუსეთი?

ამ კითხვებზე პასუხი არსებითია საქართველოს ისტორიული მხარეების, საქართველოს სსრ-ს შემადგენლობაში შემავალი ორი რეგიონის მმართველი ელიტისთვის.

როცა, საქმე მსოფლიო გადანაწილების ახალ პროცესს ეხება, აქ არათუ 122.069 აფსუის და 48.146 სამხრეთელი ოსის ბედი, 44 მილიონიანი უკრაინელისაც რუსეთს დიდად რომ არ ადარდებს, აფხაზეთში და ოსეთშიც კარგად იციან.

ამიტომ შფოთავენ და განიცდიან ყარაბაღის დამოუკიდებელი რესპუბლიკის საკუთარი ხელით განსახელმწიფოებრიობას.

ბევრად სამწუხარო და უნუგეშოა მათი მდგომარეობა, რადგან მოძმე “არცხახის ” გაქრობას ისინი,ღიად რუსეთს ვერ დააბრალებენ.

არადა, სხეულით გრძნობენ, რომ შემდეგი ჯერი მათია. საოცრად გაუფასურებულია მათი გაცვლითი კურსი დიდ პოლიტიკურ თამაშში.

უფრო კარგად ინფორმირებული არიან ამის შესახებ უპატრონოდ დარჩენილ ამერიკის საელჩოშიც, თბილისში, ამიტომაც ცდილობენ რაც შეიძლება მალე მოახდენონ ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილება.

შიშები არც თუ უსაფუძვლოა, რადგან, ის მიზეზები და გეგმები რაც რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთის და ” ქვედა ოსეთის” რეგიონების ფიქტიური დამოუკიდებლობის და ფლობისათვის სჭირდებებოდა, ფაქტობრივად ამოწურულია.

არანაირი პოლიტიკური საფუძველი “რესპუბლიკების “ფოფინის აღარ არსებობს. ”

დამოუკიდებელი სახელმწიფოები” რუსეთის ბიუჯეტს წურბელასავით აზის და მათი კორუმპირებული ” ხელისუფლებების” გამოკვება ეკონომიკური კრიზისის ფონზე რუსეთს დღითიდღე ძვირი უჯდება.

ერთადერთი უმნიშვნელო ტექნიკური მხარე, რაც რუსეთის ხელისუფლებას შესათანხმებელი აქვს რეგიონებთან, ეს საქართველოსთან კვლავ ერთად, ფედერალური მოწყობით მათი თანაცხოვრების საკითხია.

კონკრეტულად როდის დადგება ეს დღე, არავინ იცის უშუალოდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გარდა, ამიტომაც ასე გატრუნული აკვირდებიან რეგიონების ელიტები და თავგამეტებით ცდილობენ დაუმტკიცონ ერთგულება ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციაში მხარდაჭერით.

საქართველოში კი ვინც იტყვის, რომ ” საქართველოს საგარეო კურსის ცვლილების სანაცვლოდ რუსეთის დაბრუნებული არაფერი უნდა” , ის საქართველოს ერთმნიშვნელოვნად მტერია.

– რა ჯანდაბად გინდა ხეიბარს ევროპული ფუფუნება, თუ მუდმივი შიში გექნება მეორე ფეხის, ხელის თუ სხეულის რომელიმე ნაწილის ამპუტაციის?

მოლოდინი, რომ ნეზალეჟნი რუსეთს დაამარცხებს, კრემლის თავზე უკრაინული დროშა აფრიალდება და საქართველო დაიბრუნებს თავისივე უთავობით დაკარგულ მხარეებს, უტოპიაა. თან , ამ დრომდე მაქსიმუმ 1-2 წელი თუ გვაშორებს. საინტერესოა მერე, რას იტყვის ქართული დასავლური ელიტა, რა ახალ სამოქმედო გეგმას დაისახავს, თუ მანამდე ჩვენი , ეროვნული ინტერესების გათვალისწინების გარეშე რუსეთის გეგმის აქტიურ ნაწილში არ აღმჩნდით, ?! ვერაფერსაც ვერ იტყვის, რადგან მეორე ქაბული საქართველოში არ განმეორდება და მათ პასუხის გაცემა მოუწევთ საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულობებისათვის.