7 დეკემბერი 2024

ბორელი: უკრაინისთის მხარდაჭერის ჯამური მოცულობა 80 მილიარდ ევროს აღწევს

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ გასული წლიდან, კავშირმა 80 მილიარდი ევრო (84,6 მილიარდი აშშ დოლარი) დაიხარჯა უკრაინის დასახმარებლად. ამ თანხიდან 25 მილიარდი ევრო გაიცა სამხედრო მიზნებისთვის, რაც რეკორდული მაჩვენებელი გახდა ევროკავშირის მთელი ისტორიისთვის.

  • “ჩვენ მხოლოდ სამხედრო დახმარება გავუწიეთ უკრაინას მინიმუმ 25 მილიარდი ევროს ოდენობით. მხარდაჭერის ჯამური მოცულობა 80 მილიარდ ევროს აღწევს. ეს არის ყველაზე დიდი თანხა, რაც ჩვენ ოდესმე გამოვყავით ასეთი დახმარებისთვის”, – თქვა ბორელმა პრესკონფერენციაზე.