7 დეკემბერი 2024

ალექსანდრე თამაზაშვილი: ჩემი და ირაკლის ოჯახი არ გამდიდრებულა ბიუჯეტის ხარჯზე

მორიგი სისულელე “გამოაცხეს” და ჩვეული სუბიექტურობით და ცინიზმით შეთხზეს ტყუილი , ჩემი ოჯახის წინააღმდეგ..
ნათელია , რომ ტელევიზიის ოპოზიციონერი ბოსები და მათი დამფინასებლები , ვერ ეგუებიან ირაკლის სწორი, ეროვნული პოლიტიკის გატარებას და ყველანაირად ცდილობენ სიცრუის შექმნით და ტირაჟირებით საზოგადოების შეცდომაში შეიყვანას.

ძალიან მეუხერხულება და ვფიქრობ , რომ არაა ლამაზი, საკუთარ წარმატებებზე და ფინანსურ მდგომარეობაზე საჯაროდ საუბარი.. თუმცა , რადგან ადამიანის “გაშავებაში” და ტყუილის ტირაჟირებაში გამოწრთობილმა , ოპოზოციურმა ტელევიზიამ გადაწყვიტა , ჩემს მიერ გაწეული , პირადი საქმიანობა , ირაკლის წინააღმდეგ – “შავ პიარად“ აქციოს..

გადავწყვიტე , მცირე კომენტარი გავაკეთო საზოგადოებისთვის ..

  • ჩემი ოჯახი 20 წელზე მეტია ფლობს კომერციულ ფართებს თბილისში და დედოფლისწყაროში, რაც რატომღაც გამორჩათ .. ერთ -ერთი კომერციული ფართი კი ოთახნახევრიან საცხოვრებლად წარმოაჩინეს ..
  • რეალურად 85 კვადრატული კომერციული ფართია, რომელიც 1998 წლიდან გაქირავებულია..
  • მერვე წელია , რაც კახეთში ბიზნესი წამოვიწყე და ამ ხნის მანძილზე გავაშენეთ 150 ჰექტარი ვენახი , ავაშენეთ ერთ-ერთი თანამედროვე ღვინის ქარხანა საიდანაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი გამაჩნია..
  • აღნიშნული ბიზნესი ერთ-ერთ გადაცემაში დეტალურად აღწერეს იგივე “ჟურნალისტებმა” , ჩვეული დრამატურობით უყვებოდნენ მოსახლეობას , თუ რახმელა ბიზნესს ვფლობდი კახეთში …
  • იმ დროს მასე აწყობდათ: მდიდარ ადამიანად წარმოვეჩინე და მაგ კუთხით დაეზიანებინათ ირაკლი.. გუშინდელი გადაცემაში კი აღნიშნული ბიზნესი , წამგებიან საქმიანობად “აქციეს” ..
  • ასევე , ჩემს მეგობრებთან ერთად , საკმაოდ წარმატებულად ვახორციელებ კრიპტო ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას , რომლიდანაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მივიღე..
  • შესაბამისად , მაქვს საშუალება შევიძინო 800 კვადრატულ მიწის ნაკვეთი კერძო პირისგან …
  • თქვენი ბოსების , დამკვეთების და დამფინსასებლებისგან განსხვავებით, ჩემი და ირაკლის ოჯახი არ გამდიდრებულა ბიუჯეტის ხარჯზე და არასოდეს აგვიგია სხვების უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება… ესაა სიმართლე და ამ სიმართლით გაუმარჯოს ჩემს ოჯახს !

ალექსანდრე თამაზაშვილი,

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი