ირაკლი ღარიბაშვილი: 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ამ ისტორიული გამარჯვების მთავარ შემოქმედს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს!
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა − ქართველმა ხალხმა ნდობა გამოუცხადა ამ ისტორიული გამარჯვების მთავარ შემოქმედს – ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დემოკრატიულად შეცვალა ავტოკრატიული, ანტიეროვნული, ხალხის მჩაგვრელი რეჟიმი და სათავე დაუდო ქვეყნის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს.
- სრული უიმედობისა და უპერსპექტივობის დროს ბიძინა ივანიშვილმა გააერთიანა მთელი საზოგადოება და ხალხის ასეთმა კონსოლიდაციამ შესაძლებელი გახადა ჩვენს ისტორიაში პირველად ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება.
- დღევანდელი გადმოსახედიდან ამ გამარჯვების შედეგები თვალსაჩინო და შთამბეჭდავია − ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა უზრუნველყო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ერთადერთი ხანგრძლივი მშვიდობის პერიოდი, გავატარეთ მასშტაბური ეკონომიკური და სოციალური რეფორმები, ხელი შევუწყვეთ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ქართველი ხალხის ისტორიული მისწრაფების − ევროკავშირში გაწევრიანებისკენ.
- ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის დამოკრატიული ტრანსფორმაციის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განვითარების პროცესს და კიდევ უფრო ამბიციური მიზნებისაკენ ვისწრაფით.
- მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალას გვაძლევს ხალხის უდიდესი ნდობა და მხარდაჭერა. დღეს, კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა გადავუხადო „ქართული ოცნების” თითოეულ წევრსა თუ მხარდამჭერს, მთელ ჩვენს საზოგადოებას.
- ქართული სახელმწიფოს ძალა სწორედ ხელისუფლებისა და ხალხის ერთობაშია და მჯერა, რომ ეს ერთიანობა საბოლოო გამარჯვებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას.
- 1 ოქტომბრის გამარჯვების საბოლოო მიზანი ქვეყნის გაერთიანებაა!