ბატონო პრემიერო, დანიშნეთ საგარეო საქმეთა მინისტრად, ეს “საზიზღარი დიქტატორი” წულუკიანი!-გასაყრელი კიდევ ბევრია…
ევროპული სანქციებივით უკუშედეგის მომცემი აღმოჩნდა “ნაციონალური სექტის” გაშმაგებული შეტევა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანის მიმართ.
თან როგორი პიარია-” წულუკიანი ნაც. ნაგვისგან წმენდს სისტემას”,დღეს თურმე კონსერვატორიასაც მიდგომია.
შენ გაიხარე თეა,ისეთ ადამიანს გაუჩენს სიმპათიებს შენს მიმართ, საერთოდ რომ არ აქვს შეხება პოლიტიკასთან.
კარგი იქნება, თუ საქართველოს პრემიერი გაითვალისწინებს ე.წ. ოპოზიციის ნარატივის და ქალბატონ თეა წულუკიანს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩააბარებს.
დღეს , როგორც არასდროს საქართველოს სჭირდება საგარეო ვექტორის გაძლიერება.
ქვეყნის ბედი , როგორც არასდროს დიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის წყდება.
ჩვენი ბრძოლის ველი საერთაშორისო ასპარეზზე გადის.
დიპლომატიური მისიები კი სავსეა ჩამყაყებული სექტანტებით.
გთხოვთ ბატონო პრემიერო, აღუსრულეთ ნაცებს საკუთარი, სანუკვარი ოცნება.
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.