ვერ ეღირსებით საქართველოს დებიძინიზაციას!
საქართველოს “ევროპული პერსპექტივის” 12 პუნქტიანი მოთხოვნიდან უმთავრესი მოთხოვნა პოლარიზაციის დასრულება დასახელდა.
პირდაპირ დავარქვათ სახელი და ვთქვათ, რომ ევრო- ამერიკელი მმართველების პირველ პუნქტად ჩაწერილი “დეპოლარიზაციის” მოთხოვნა, არაფერია თუ არა კარგად შეფუთული ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებისადმი -დაყვეს სახ.დეპის მიერ მართული ოპოზიციის პოლიტიკურ ნებას და მწვავე, სამხედრო კონფრონტაციაში შევიდეს რუსეთის ფედერაციასთან.
ცალკე პუნქტად განსაზღვრული “დეოლიგარქიზაციის” მოთხოვნაც პირდაპირ ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოსპოს ( მხოლოდ საინტერესოა როგორ?!) მეცენატ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყანაში, რომელიც სწორედ ამ გადაულახავი , ხელოვნურად შექმნილი ბარიერის შემადგენელი ნაწილია.
ცხადია,სანამ ბატონი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ფიზიკურად იქნება, ყოველთვის ექნება საფუძველი ე.წ. ოპოზიციას დაადანაშაულოს ის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩარევაში.
მაშინ ,რას ნიშნავს რეალურად აღნიშნული მოთხოვნა საქართველოსთვის და რამდენად შესრულებადია ის?
რათქმაუნდა,სრული უტოპიაა!
- რამ გამოიწვია ან რა იწვევს დღემდე საქართველოში საზოგადოების პოლარიზებას?
საზოგადოება ხომ დღეს და გუშინ არ გაყოფილა და არ დაპირისპირებულა ერთმანეთს?
ფარტაძის და აიეტის სიტყვიდან დაწყებული ,
დანაწევრებული საქართველოს სხვადასხვა სამეფო- სამთავროების ხან პრო- სპარსულ, პრო-ოსმალურ, თუ პრო- რუსული,
თეთრების და წითლების ,
პირველი პრეზიდენტის მომხრეების და მოწინააღმდეგეების,
დღეს -ნაც.სექტის და” ქართული ოცნების” მომხრეებამდე დასრულებული, ქართული საზოგადოება მუდამ დაყოფილი იყო.
ერთსულოვნებას, ერთ მუშტად შეკვრას ერს, მხოლოდ ფიზიკურად განადგურების შიში თუ აიძულებდა.
- ყოველ შემთხვევაში,არასდროს არ ყოფილა აქამდე საქართველოს ისტორიაში ერის ერთი გარკვეული ნაწილის კერპთაყვანისმცემლობა, მკვლელის, მწამებელის, მანიაკის თაყვანისცემა და გაღმერთება.
ნუ ავურევთ საბჭოთის ბელადის, ლენინის ძალადობროვად და სააკაშვილის გაკერპებას.
დღეს, “ჩვენ კეთილმოსურნე”, ამერიკული ინტერესებიდან გამომდინარე სტრატეგიულ პარტნიორად წოდებულს, სურს რომ ქართული ერის ჯანსაღი ნაწილი შეურუგდეს, ფეხქვეშ გაეგოს სადო- მაზოხისტური სენით დაავადებულ საზოგადოებას და ჩაებას ღია სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან, რაც საქართველოს სრული განადგურების ტოლფასია.
სამწუხაროდ, სხვა რიგის ამოცანა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს არ გააჩნია.
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.