14 ოქტომბერი 2024

ზურაბიშვილის დავალებაა შურისძიება ბიძინა ივანიშვილის მიმართ!

რეზიდენტად წოდებული , სავარაუდოდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების რეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას “რუსულს” უწოდებს, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ის ერთმნიშვნელოვნად მხარეა და ასრულებს კონკრეტული ძალის დავალებებს, რომლის დავალება და მიზანი ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილებაა.

ევრო- ამერიკული ინტერესების დამცველი ზურაბიშვილი ყველა შესაძლო ბერკეტს იყენებს ქვეყანაში სიტუაციის დასაძაბად,
დღემდე დემონსტრაციულად არღვევს კონსტიტუციას, არ ემორჩილება მთავრობის განკარგულებას და დატრაშუნობს ევროპაში ქვეყნის სამავნებლოდ!

ქვეყნის მთავარი სტაბილურობის გარანტი ინსტიტუციის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებას “რუსულით” მონათვლით (პ) რეზიდენტი ზურაბიშვილი ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს ეროვნული ბანკის თანამშრომლებზე.

მისი მსგავსი განცხადებები პროვოცირებას ახდენს ეროვნული ვალუტის დევალვაციისათვის.

საქართველოში ლარის კურსის შემდგომი გაუფასურება, უნდობლობა ქართული საბანკო სისტემისადმი , პირდაპირ დაკავშირებულია პრეზიდენტადწოდებულის მსგავსს მავნებლურ განცხადებასთან!

ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ყოველი დღე, საათი და წუთი დანაშაულია, რომელიც მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

რეზიდენტი ზურაბიშვილის ყოველი საერთაშორისო ვიზიტი მიმართულია საქართველოს დისკრედიტაციისათვის.

რეზიდენტ ზურაბიშვილის დავალება და მიზანი პერსონალური შურისძიებაა მეცენატ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც ისჯება დასავლეთის მიერ საქართველოს სისხლისღვრის აცილებისათვის, საქართველოში მშვიდობისათვის!

ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.