კრიტიკული მედიის “შპარგალკა” ანუ “კრიტიკული დღეები” ჟურნალისტიკაში!
ვინ მოიგონა ეს ტერმინი”კრიტიკული მედია”?
რა გჭირთ ასეთი უშველებელი ამ ქოც.ელიტას რომ ბრმად ყვებით ნაც. სექტის მიერ აგორებულ ნებისმიერ ნარატივის, მარტივად წამოეგებით ხოლმე მათ ანკესს?
რატომ არ არქმევთ საკუთარ სახელს პოლიტიკურ ტელევიზიებს, რომელთა მიზანი თქვენი აყირავებაა?
ჯაბა იოსელიანის არ იყოს – თქვენ დემოკრატობანა ლობიოობა ხომ არ გგონიათ?!
რა ” კრიტიკული მედია”?
კონტრრევოლუციისკენ , შეიარაღებული დაპირისპირებისკენ გამუდმებით მოწოდება და ქადაგებაა “კრიტიკა”?
სრული სისულელე და მონაჩმახი!
🔹ლიტერატურული კრიტიკოსი გამიგია,
კინო კრიტიკოსი გვახარია, კრიტიკული დღეებიც,
მოდის კრიტიკაც მსმენია,
გურმანიც ფაქტობრივად კრიტიკოსია, მაგრამ,
- არავის უთქვამს – მოდით, ეს პოეტი , მწერალი ჩამოვახრჩოთ, დავიჭიროთ , ეს რა ლექსი ან რომანი დაწერაო,
არც ცქვიტინიძე დაუხვრიტავთ და არც დემნა გვასალია გაუციმბირებიათ… რათქმაუნდა კი, იყო დრო კრიტიკის გამო, რომ ხვრეტდნენ და ოჯახიანად აციმბირებდნენ ბოლშევიკები..
რამდენად მართებული იყო ეს, იმ პოლიტიკურ ეპოქაში, იმ ვითარებაში სხვა მხარეა, მაგრამ დღეს, “ამერიკული დემოკრატიის ნათელით” მოფენილ ხანაში, კრიტიკული მედიის მიზანი უნდა იყოს არა პოლიტიკური ძალის მსახურება და კონტრრევოლუციის მოწყობაში მხარდაჭერა, არამედ ხელისუფლების, საზოგადოების დახმარება, თანადგომა ნაკლოვანებების , შეცდომების, მითითება …
🔹რატომ არ უცხადებთ ბოიკოტს და ტოვებთ ინფორმაციულ ვაკუუმში ამ ნახევრად კრიმინალურ ბანდას ?
🔹რატომ აძლევთ ინტერვიუებს, რატომ ყელყელაობთ მათი კამერების წინ?
🔹ვერ ეტყვით პირდაპირ, რომ: თქვენ პატივცემულო ნოდარ, ქალბატონო ინგა, გაურკვეველი სქესის იმანო, არ ხართ ჟურნალისტები, არამედ ხართ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წევრები- მიკროფონით და არ გაძლევთ არანაირ ინტერვიუს. თქვენი მიზანი არა ჟურნალისტური საქმიანობის პირდაპირი მოვალეობის შესრულება და საზოგადოების ობიექტური ინფორმირებაა, არამედ -სკანდალის აგორება, საზოგადოების დაზაფვრა, პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაა და ამ პროფესიას ჟურნალისტი ნამდვილად არ ეწოდება.
შავ- ნოდარას ებარებოდეთ თქვენ “ძაან კრიტიკულებო!”
“კრიტიკული მედიის შპარგალკა”
1. ხელისუფლების დისკრედიტაციისათვის მოიგონო, შექმნა არ არსებული, აბსურდული თემა, ზღაპარი ,
2. მოიგინო არ არსებული, ურთიერთშეუთავსებელი პროფესია ” ჟურნალისტ- გამომძიებელის”,
3. გადაცემას, სიუჟეტს მეტი დამაჯერებლობისთვის დაარქვა “ჟურნალისტური გამოძიება” ,
4. ხელოვნურად შექმნა არ არსებული, ” უტყუარი მტკიცებულებები” ,
5. დასვა პროვოკაციული, კითხვები და თავად უპასუხო,
7. შენი პასუხი ამ დადგმული , იმპროვიზაციული ე. წ. გამოძიებიდან აქციო თეორემად და დააჯერო საზოგადოებას,
8. შემდეგ კულტივირება მოახდინო შენს მიერ შექმნილ- გამოძახებული ტყუილის, განავრცო და ხშირად იმეორო სხვადასხვა ” კრიტიკული ‘ არხებით,
9. ინტერვიუები ჩაწერო, პასუხები მოთხოვო და თავი ამართლებინო არ არსებულ კითხვებზე ” ბრალდებულ” პოლიტიკოსებს,
10. შექმნილი აბსურდი აქციო ქვეყანაში დესტაბილიზაციის, სახელმწიფო გადატრიალების თემად.
ჟურნალისტი გოჩა ნაჭყებია.