რუსებს არ უნდათ ეს ივანიშვილი, ხო ჩანს ეხლა ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე, რომ ჩვენ გვაჩვენებს ,ხომ რუსები აწვდიან?
გახსოვთ ,ალაბათ მსჯავრდებული პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, პროფესორ გიული ალასანიას გულწრფელი აღიარება, რომ საქართველოს პოლიტიკაში უმთავრეს როლს რუსეთი თამაშობს, რუსეთს კი ქართულ პოლიტიკაში მეცენატ ბიძინა ივანიშვილის გავლენა არ სურს და მისი დისკრედიტაციის მიზნით ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს ამარაგებს ინფორმაციებით.
- „ რუსებს არ უნდათ ეს ივანიშვილი, ხო ჩანს ეხლა ამ მასალებს რომ აწვდიან ამ მელაძეს და ეს მელაძე, რომ ჩვენ გვაჩვენებს ,ხომ რუსები აწვდიან?“ – წუხს ერთპიროვნულად რუსეთისვე საქართველოში, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბატონ დავით თევზაძის მიერ – სხვადასხვა დათქმებით პრეზიდენტად დასმულის დედა.
რა ინფორამციას აწვდიან რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ ) და მთავარი სადაზვერვო სამსახურის ( ГРУ), საქართველოს განყოფილების თანამშრომლები მელაძეს დასამალი არაა, აგერ უკვე რამდენიმე წელია შაბთობით შეგვიძლია “დავტკბეთ” ექსკლუზივებით, მისი სანდოობის ხარისხი სხვა თემაა.
მთავრი კითხვა აქ სხვაა: რატომ გადაწყვიტეს რუსეთის სპეც. სამსახურებმა პერიოდულად ამარაგონ ბატონი მელაძე საიდუმოების მსგავსი ხარისხის ინფორმაციებით?
ვიმეორებ : არ აქვს მნშვნელობა – სარწმუნოა თუ არა, ავთენტურია თუ არა, უბრალოდ მსგავსი კატეგორიის ინფორმაციები ზოგადად დახურულია და მხოლოდ სპეციალურ სამსახურებს გააჩნიათ!
- თუ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ამას სრულიად ოპოზიცია და განსაკუთრებით „ მთავარი ოპოციციური პარტიის“ ლიდერები 2011 წლიდან გვიმტკიცებენ , ასევე – არსებული ხელისუფლების თითქმის ყველა წევრი რუსეთის აგენტია და განუხრელად ასრულებს კრემლის დავალებებს, მაშ, რა საჭიროა მათთან ბრძოლა ?
გამოდის, რომ მთავარი აგენტი აქ ჟურნალისტი ნოდარ მელაძეა, რომელიც ქალბატონ გიული ალასანიას თქმით, მსგავსი ხარისხის ინფორმაციებით მეცენატ ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის და მასთან საბრძოლველად მარგდება რუსეთის სპეცსამსახურებიდან.
ქალბატონო გიული, იქნებ თქვენ გაგვანათლოთ, მაშ, რატომ არ აწყობს რუსეთს ბატონ ბიძინა ივანიშვილის არსებობა საქართველოში?