ვახტანგ ტალახაძე: დასავლეთი გადის ამ რეგიონიდან, წყალმა წაიღო მათი 30 წლიანი დაუღალავი შრომა!
არასდროს მქონია გადაჭარბებული წარმოდგენა საქართველოზე და ქართველი ხალხის განსაკუთრებულობაზე.
არც ისტორიკოსების და რომანტიკოსი მწერლების შელამაზებული საქართველოს ისტორიის მჯეროდა ბოლომდე და არც ჩვენი ეროვნული მოღვაწეების ქართველ დევგმირებზე შეთხზული ჰეროიკული ზღაპრების.
ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას და ჩვენს რუკას ეტყობა, ზოგიერთი და მცირე გამონაკლისის გარდა, თავები ტვინით რომ არ უსკდებოდათ – არც ხალხს და არც – ქვეყნის ადმინისტრაციულ-პოლიტიკურ მმართველობას.
წარსულშიც და მით უმეტეს – ისტორიის ამ ბოლო პერიოდშიც.
მათი ერთობლივი “მოღვაწეობის” შედეგი, ფაქტი – სახეზეა!
(რა თქმა უნდა, იყო ობიექტური მიზეზებიც: მძიმე რეგიონი, კონტინენტებისა და ცივილიზაციების კვეთა…
მაგრამ, გულზე ხელი დავიდოთ და – სუბიექტურიც იმდენი იყო, მთელი წინა აზიის დასაპყრობად გვეყოფოდა, სამჯერ).
და მაინც!
- კოლექტიურმა დასავლეთმა, მიუხედავად: ჩვენს მიერ დაშვებული უამრავი შეცდომისა;
- მათ მიერ მოწყობილი “ვარდების” რევოლუციისა;
- მათი წაქეზებით დაწყებული და შუა გზაში მიტოვებული ომისა;
- ქვეყნის შიდა მართვასა და კანონშემოქმედებით საქმიანობაში დესტრუქციული ჩარევისა;
- პრეზიდენტების და სხვა დიდი თანამდებობის პირების პირდაპირი მოსყიდვის და გადაბირებისა;
- მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ გაჩაღებული მრავალწლიანი და პერმანენტული ომისა;
- წლების მანძილზე, სრული პოლიტიკური და ეკონომიკური სტაგნაციისა;
- განათლების სისტემის “რეფორმის” და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართვისა;
- არასამთავრობო სექტორის სრული კონტროლისა;
- ჩვენი მენტალობისთვის უცხო, არასოლიდარული, ველური კაპიტალისტური სისტემის დანერგვისა;
- ერის დაქსაქსვის და გათითოკაცებისკენ მიმართული, საერთო ისტორიული განცდების მოშლის და ეროვნული ნიჰილიზმის დანერგვისა;
- გამიზნული, ძირგამომთხრელი საინფორმაციო ომის და ტვინების გამომრეცხავი დეზინფორმაციისა;
- აღვირახსნილი ლგბტ პროპაგანდის ფონზე, ეროვნული იდენტობის წაშლის მცდელობისა;
- ხელოვნურად შექმნილი შიდა დაპირისპირებებისა;
- მიგრაციის ფარული ხელშეწყობის და მიზანმიმართული “ტვინების გადინებისა”;
- თაობებს შორის შუღლის ჩამოგდებისა;
- ახალგაზრდების ნაწილის განარკომანების, დეგრადირების და საკუთარი სამშობლოს მტრებად ჩამოყალიბებისა –
- მაინც: ვერ მიაღწია თავის მთავარ, საკრალურ მიზანს: ‼️ ვერ აგვიყვანა სრულ მენტალურ კონტროლზე! და -‼️ საქართველო ვერ გახდა დასავლეთის ორგანული ნაწილი!
- ეს არის – რეალობა! ეს არის – უკვე შემდგარი ფაქტის კონსტანტაცია!
ის, რაც შეძლეს უკრაინაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოლდოვაში, ფინეთში, პოლონეთში, ჩეხეთში და უამრავ სხვა ქვეყანაში!
ვერ შეძლეს საქართველოში და უკვე – ვეღარც შეძლებენ!
წყალმა წაიღო მათი 30 წლიანი დაუღალავი შრომა, კოლოსალური ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსი.
პრაქტიკულად, განულდა ყველა მათი გეგმა და პროგრამა, ყველა მათი მოლოდინი და პროგნოზი, მათ შორის, მათი ნაქები ხელოვნური ინტელექტის მიერ გამომცხვარი!
ამიტომ:
მაქვს პატივი მოგახსენოთ:
დასავლეთი გადის ამ რეგიონიდან!
გადის, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო:
ის ჩაფლავდა, საქართველოში!
ის ვეღარ ხედავს პერსპექტივას, გააგრძელოს ქართველების გადამუშავება!
რადგან და სამწუხაროდ, მან ვერ, თუ არ გაითვალისწინა ქართული სუბკულტურა, ვერ, ან არ მოძებნა შესაბამისი მიდგომა, ბუნებრივი განვითარების ნაცვლად, შეეცადა პროცესების ფორსირებას და ჩვენი მენტალობისთვის უცხო და მიუღებელი იდეოლოგიების თავს მოხვევას…
ომი სომხეთში – მხოლოდ კუდის მოქნევაა, რომელიც, საბოლოო ჯამში, მათ სასარგებლოდ ვერაფერს შეცვლის.
კავკასია სხვანაირად გადანაწილდება, დასავლეთის მონაწილეობის გარეშე!
გეოპოლიტიკა თავისას შვრება: რეგიონი უბრუნდება თავის ბუნებრივ მდგომარეობას!
აღმოჩნდა, რომ თურმე, ჩვენ კი არ მივცურავდით დინების საწინააღმდეგოდ, არამედ – ისინი!
რა თქმა უნდა, ჩვენთანაც მოიქნევენ კუდს, რათა წასვლამდე, მაქსიმალურად დაგვაზარალონ.
თუ რას მოვიგებთ და რას წავაგებთ ამ პროცესში – ყველაფერი არა, მაგრამ ბევრი რამ, ჩვენზე იქნება დამოკიდებული.
ამქვეყნად, მხოლოდ ერთი სავალი გზაა: უკვე მრავალჯერ გავლილი, რომელიც ვერავინ დაგვაგდებინა საუკუნეების მანხილზე და ვერც დაგვაგდებინებს:
Sapere aude.
გაბედე, იცოდე.
გაბედე, შენი ჭკუით იარო, შენს გზაზე.
ვახტანგ ტალახაძე, პოლიტიკოსი,
საქართველოს პარლამენტი ყოფილი წვერი