პოლონეთის პრეზიდენტი: უკრაინა იხრჩობა და ყველას დახრჩობა სურს!
უკრაინა ჰგავს დამხრჩვალს, რომელიც ყველაფერზეა მიჯაჭვული და იმის დახრჩობით იმუქრება, ვისაც მისი დახმარება სურს, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის შემდეგ უკრაინული მარცვლეულის გარშემო შექმნილი ვითარების კომენტირებისას.
დუდას თქმით, დამხრჩვალი უკიდურესად საშიშია, რადგან მას შეუძლია მაშველი თავისთან ერთად ჩაიყოლიოს, რადგან თუ დამხრჩვალი ყველას თავის გარშემო დაახრჩობს, მაშინ მას ვერავინ დაეხმარება.
- „არსებობენ ბიზნეს წრეები, რომლებსაც აქვთ ინტერესები უკრაინაში და სურთ მარცვლეულის გაყიდვა რაც შეიძლება სწრაფად და ყველაზე დაბალ ფასად. ჩვენ უნდა დავიცვათ თავი ამისგან“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ამასობაში დუდას შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაუქმდა.